ლამოფლოქსი წვეთები თვალის 0.5% 5მლ #1

ლამოფლოქსი წვეთები თვალის 0.5% 5მლ #1

პერუ

ვიტალინე
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - moxifloxacin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია →ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები

გამოშვების ფორმა: 0.5% 5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
წამლის ფორმა
თვალის წვეთები 0,5%.


შემადგენლობა
1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 5 მგ მოქსიფლოქსაცინი (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან, ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

გამოყენების ჩვენებები:მოქსიფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ბაქტერიული კონიუნქტივიტები.

გამოყენების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მოზრდილებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს აწვეთებენ პრეპარატის თითო წვეთს დაზიანებულ თვალში 3-ჯერ დღე-ღამეში. ჩვეულებრივ, მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება 5 დღის შემდეგ, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს
მომდევნო 2-3 დღის განმავლობაშიც. თუ 5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, დიაგნოზი და/ან მკურნალობა უნდა გადაიხედოს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე, ასევე დაავადების კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ მიმდინარეობაზე.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ.გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის ბივოქსა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა ან ბავშვისთვის.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვიტალინე
ქვეყანა
პერუ
ჯენერიკი
მოქსიფლოქსაცინი
დოზა
0.5%
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი