იმისათვის რომ პროდუქტი შეიძინოთ პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, დაამატოთ სასურველი პროდუქცია კალათაში, შეარჩიოთ აფთიაქი და შეკვეთის მიღების მეთოდი (“მომიტანე” ან “მივაკითხავ”). აირჩიეთ გადახდის მეთოდი და დააჭირეთ ყიდვას. თქვენი შეკვეთა უკვე დაფიქსირებულია
რამდენ ხანში ხდება მიწოდება?
შეკვეთის მიწოდება ხდება შეკვეთიდან მაქსიმუმ 60 წუთის განმავლობაში
რომელ ქალაქებში შემიძლია მიწოდების სერვისით სარგებლობა?
მიწოდების სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, გორში, სენაკში, ბაკურიანსა და რუსთავში.
როგორ დავამატოთ მწვანე ბარათი საიტზე?
ლოიალობის ბარათის დასამატებლად საჭიროა ბარათის ველში დაამატოთ პირადი ნომერი. ავტომატურად გამოჩნდება თქვენი მწვანე ბარათი ან გაიხსნება ახალი ელექტრონული ბარათი (თუ არ გაქვთ ფარმადეპო-ს აფთიაქის მწვანე ბარათი)
მივაკითხავ სერვისით სარგებლობისას რამდენ ხანში შემიძლია შეკვეთა გამოვიტანო ფილიალიდან?
შეკვეთის გატანა ფილიალიდან შეგიძლიათ იმ წამიდანვე როცა მას მიენიჭება “მომზადებულია” სტატუსი. შეკვეთის აფთიაქში შენახვის მაქსიმალური ვადაა 7 კალენდარული დღე.
როგორ შემიძლია ანგარიშსწორება ონლაინ შეძენისას?
საიტზე მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ საბანკო ბარათი, ასევე Apply Pay-ის გადახდის სისტემა Apple-ის მოწყობილობებიდან.
აფთიაქში არსებული ფასდაკლებები მოქმედებს ონლაინ შეძენისას?
საიტზე შეძენისას სარგებლობთ იგივე ფასდაკლებებით რაც მოქმედებს ფილიალში
როგორ გამოვიყენო პრომო კოდი?
პრომო კოდით სარგებლობისათვის აუცილებელია გადახდის ბოლო ეტაპის დასრულებამდე, პრომო კოდისთვის განკუთვნილ ველში ჩაწეროთ პრომო კოდის სპეციალური სიმბოლოები და დააჭიროთ გამოყენებას.
რა ღირს მიწოდების სერვისი?
მიტანის სერვისის ღირებულება დამოკიდებულია აფთიაქსა და მიტანის სასურველ ადგილს შორის მანძილზე.
როგორ მოვიქცე თუ შეკვეთასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა ან კითხვა მაქვს?
დაგვირეკეთ ნომერზე 0322400004( ტონალურ რეჟიმში აკრიფეთ 1),მოგვწერეთ მეილზე digitalsupport@gepha.com ან დაგვიკავშირდით facebook ჩათის საშუალებით
როგორ გავაუქმო შეკვეთა?
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია ფარმადეპოს ვებ გვერდის ციფრული მხარდაჭერის სპეციალისტის დახმარებით, გამონაკლის შემთხვევებში.
შემიძლია თუ არა რომ საიტზე შეძენილი მედიკამენტების ანაზღაურება მოვითხოვო სადაზღვევო კომპანიისგან?
ყველა შეკვეთაში დაგხვდებათ ბეჭდიანი ქვითარი, რომელიც საბანკო ამონაწერთან ერთან შეგიძლიათ წარადგინოთ სადაზღვევოში და მოითხოვოთ მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება. გარდა ამისა საიტიდანვე შეგიძლიათ გადმოწეროთ „ინვოისი“ რომელიც პირდაპირ სადაზღვევო კომპანიასთან გადასაგზავნად არის გამზადებული.
რომელ დღეებში გაქვთ მედიკამენტებზე ფასდაკლება?
მედიკამენტების სტანდარტული ფასდაკლების დღეებია სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.
რა მოხდება მაშინ თუ შეკვეთის გატანას ვერ მოვახერხებ აფთიაქიდან 7 დღის ვადაში?
თუ შეკვეთას გაუვიდა შენახვის ვადა, შეკვეთა გაუქმდება და თანხა 1-3 სამუშაო დღეში დაგიბრუნდებათ საბანკო ბარათზე.
როგორ მოვიქცე თუ კურიერი მირეკავდა და ვერ ვუპასუხე?
ჩვენი კურიერი მისამართზე მოსვლის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში დაგელოდებათ ადგილზე. თუ ამ დროის მანძილზე მის ზარს ვერ უპასუხეთ და ვერ მოახერხეთ შეკვეთის ჩაბარება, შეკვეთა დაბრუნება აფთიაქში. ამ უკანასკნელის გატანა ფილიალიდან შეგიძლიათ 7 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ფილიალიდანაც ვერ ახერხებთ პროდუქციის გატანას, შეკვეთა გაგიუქმდებათ და შეკვეთის სრული ღირებულებიდან მხოლოდ პროდუქციის თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე 1-3 სამუშაო დღეში.