კონფიდენციალობის პოლიტიკა

პრეამბულა 

  • წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ განმარტავს, თუ როგორ ვახორციელებთ სს „გეფა“-ს (შემდგომში „კომპანია“)„აპლიკაციაში“, „ვებგვერდზე“ (შემდგომში „პლატფორმა“) რეგისტრირებული მომხმარებლების („მომხმარებელი“, „თქვენ“,)პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათი კონფიდენციალობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
  • თქვენს მიერ პლატფორმის გამოყენება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ წაიკითხეთ, დეტალურად გაეცანით და დაეთანხმეთ„მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და მასში განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს. 
  • თუ „აპლიკაციას“ იყენებთ მესამე პირის (მაგალითად, თქვენი ოჯახის წევრის) სახელით, „თქვენ“ აცხადებთ, რომუფლებამოსილი ხართ მესამე პირის სახელით დაეთანხმოთ „მონაცემთა დაცვის  პოლიტიკას“ და მასში მითითებულინფორმაციას. 

1. პერსონალური მონაცემების დამუშავება

1.1. გეფას მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია:

  • თქვენზე მორგებული სერვისების/პროდუქტების იდენტიფიცირება;
  • ინდივიდუალური აქციების შეთავაზება;
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება, საკურიერო სერვისის განხორციელება;
  • პროდუქციის და მომსახურების მიწოდებისა და დაბრუნებისთვის, თქვენი გადახდების, უკუგატარების, ნაწილობრივიუკუგატარების დამუშავება და მართვა;
  • თქვენი პრეტენზიების განხილვა; 
  • ლოიალური ქულების დაგროვება. 

1.2. სს „გეფა“ თქვენს მონაცემებს დაამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულიპრინციპების შესაბამისად.

1.3. მონაცემები, რასაც „თქვენგან“ შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

  • „თქვენი” სახელი და გვარი;
  • იმ მოწყობილობის მონაცემები, რომელსაც „პლატფორმაზე” შესასვლელად იყენებთ;
  • თქვენი საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი, ქუჩა და მისამართის სხვა დეტალები);
  • საკონტაქტო მონაცემები (როგორებიცაა, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
  • დემოგრაფიული მონაცემები (როგორიცაა, „თქვენი’’ სქესი და დაბადების თარიღი);
  • „თქვენ” პირადი ნომერი;
  • ინფორმაცია კომპანიის სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელის ლოიალობის ბარათების შესახებ;
  • სადებეტო/საკრედიტო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციისუნიკალური კოდი;
  • აპლიკაციის, ვებგვერდის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის შესყიდვის ისტორია;
  • აპლიკაციის, ვებგვერდის მეშვეობით შესყიდული პროდუქციის/მომსახურების ღირებულების გადახდის ოპერაციები;

1.4. პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის სავალდებულოდ მისათითებელი მონაცემებია:

  • სახელი და გვარი;
  • ტელეფონის ნომერი.
  • დაბადების თარიღი



1.5. „თქვენ“გექნებათ შეზღუდული წვდომა „სერვისებთან“ მაგ. ვერ ისარგებლებთ ქულების დარიცხვით, ქულებით გადახდით დაფასდაკლებით, ლოიალობის ბარათის პლატფორმაზე ატვირთვის გარეშე.

1.6. ნებისმიერი საფუძვლით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემდგომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოვახდინოთ თქვენიპერსონალური მონაცემების დეპერსონალიზება და ამ ფორმით შენახვა ანალიტიკური/სტატისტიკური მიზენიბისთვის.

1.7. 16 წლამდე პირებს ეკრძალებათ კოპმანიის პლატფორმით სარგებლობა. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ პლატფორმაზედარეგისტრირებული მომხმარებელი არის 16 წლამდე ასაკის პირი, იძულებულები ვიქნებით გავაუქმოთ ასეთი პირის ანგარიში დაწავშალოთ მისი მონაცემები. გეფა-ს პლატფორმით სარგებლობით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 16წლის.  

2. კონფიდენციალობის და უსაფრთხოების გარანტიები

2.1. „თქვენ“პასუხისმგებელი ხართ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, შესაბამისად ვალდებული ხართ გაასწოროთ,წაშალოთ არასწორი მონაცემი. „თქვენი“პერსონალური მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, ასახოთ შესაბამისიინფორმაცია პლატფორმაზე რეგისტრირებულ მონაცემებში. თუ კომპანიას გაუჩნდება ეჭვი, “თქვენს“მიერ მოწოდებული ინფორმაციისსისწორეზე, სიზუსტეზე, სისრულეზე, უფლებას ვიტოვებთ შეგიწყვიტოთ “სერვისების“ მოწოდება თქვენს მიერ მონაცემებისდაზუსტებამდე.

2.2. „თქვენი“ანგარიშის გაუქმების ან/და თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვის, წაშლის ან/და განადგურებისმოთხოვნით დაგვიკავშირდით წინამდებარე პოლიტიკის მე-5 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ საკონტაქტო მონაცემზე. 

2.3. ნებისმიერი ფორმით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემდგომ, თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეინახებაკომპანიაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხისშემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, შესაბამისი დავისდასრულებამდე.

2.4. გეფა არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით შეიძლება გამოჩნდეს მის„სერვისებში“. ასეთმა საიტებმა შესაძლოა თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილებიგანათავსონ „თქვენს“ მოწყობილობაზე, შეაგროვონ თქვენზე ინფორმაცია ან მოითხოვონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რაზეცგეფა პასუხს არ აგებს. შესაბამისად, გეფა არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებგვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდების და მათზეგანთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ანსხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე, შესაბამისად მსგავს საიტებზე გადასვლის შემთხვეაში, სრულიპასუხისმგებლობა გეკისრებათ თავად თქვენ. 

2.5. გეფა ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებულიპერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილიმოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. თუმცა, გეფა არ არის პასუხისმგებელი„მომხმარებლის“ რაიმე ზარალზე, რომელიც მას მიადგა “მომხმარებლის“ იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილიწვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც „მომხმარებელი“ იღებს სერვისებს.

2.6. გეფას აქვს სრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა, სადაც განსაზღვრულია მენეჯერული,ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ზომები, რომლებიც შეგროვილი ინფორმაციის და ჩვენი ბიზნესისბუნების თანაზომადია.

2.7. ჩემთვის ცნობილია, რომ კომპანია ჩემს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკაშიმითითებული მიზნების მისაღწევად. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა ჩემი პერსონალური მონაცემები კომპანიამ გადასცესსახელმწიფო, მარეგულირებელ, სამართალდამცავ ორგანოებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

2.8. წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული დამუშავების მიზნების მისაღწევად,  შესაბამისი მოცულობით, თქვენსპერსონალურ მონაცემებს გავუზიარებთ ჩვენს კონტრაქტორებს, როგორებიც არიან:  დეველოპერული კომპანიები,საგადასახადო და ფინანსური ინსტიტუტები, საკურიერო კომპანიები.

2.9. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გეფა არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციისკონფიდენციალობასა და უსაფრთხოებაზე, რომელიც სცილდება გეფასა და მესამე პირებს შორის არსებული სახელშეკრულებოურთიერთობის ფარგლებს. გარდა ამისა, გეფა არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე დარღვევაზე ან მესამე მხარისქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებსაც გეფა ვერ აკონტროლებს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მთავრობის ქმედებებზე,კომპიუტერში ჰაკერულ შეღწევაზე, კომპიუტერულ მონაცემებთან და მონაცემთა შესანახ აღჭურვილობასთან არაუფლებამოსილწვდომაზე, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლაზე, უსაფრთხოების და კოდირების დარღვევაზე, ინეტრნეტმომსახურების ან„მომხმარებლის“ სატელეფონო სერვისის უხარისხობაზე, სხვა.

3. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილებება

წინამდებარე დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკისცვლილების შესაბამისად. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდებაკომპანიის პლატფორმაზე. ამასთან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი (არა ტექნიკური ხასიათის) ცვლილების შესახებ გეცნობებათთქვენი პროფილის გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნებით. თუ “თქვენ“ არ ეთანხმებით რაიმე ცვლილებას, შეგიძლიათანგარიშის გაუქმებისთვის დაგვიკავშირდეთ -ზე. 

4. თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე

პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“-ს და ეთანხმებითგეფა-ს მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას იმ ფორმითა და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია„მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

5. საკონტაქტო ინფორმაცია:

პლატფორმის მფლობელია სს „გეფა“, ს/ნ 201991229, მის.: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 142. ნებისმიერი კითხვის,მოთხოვნის შემთხვევაში შეგიძლიათ მომართოთ კომპანიას მითითებულ მისამართზე განცხადებით, ასევე შეგიძლიათდაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: digitalsupport@gepha.com   ან ტელეფონის ნომერზე: 0322 71 07 07.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი