დომინალი ტაბლეტი 400მგ #10

დომინალი ტაბლეტი 400მგ #10

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, 400მგ მოქსიფლოქსაცინის ეკვივალენტურს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, დიბუთილფთალატი, რკინის ოქსიდი წითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჰიპრომელოზა 5.

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე სინუსიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, არაჰოსპიტალური პნევმონია; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონების, პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ; 18 წლამდე ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.  

მიღების წესი და დოზირება: დომინალის რეკომენდებული დოზა შეადგენს 400მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. ტაბლეტი მიიღება დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად. ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს; არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს-10 დღეს; მწვავე სინუსიტის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს-7 დღეს.
დომინალის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის (სკალა Child-Pygh, ჯგუფები ?, ?) ნაკლები ან ტოლი და-ან თირკმელების უკმარისობის (კრეატინინის კლირენსის ნაკლები ან ტოლი 30მლ-წთ-1.73მ2 ჩათვლით) მქონე პაციენტებში დოზის კორექციას არ მოითხოვს.


შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
მოქსიფლოქსაცინი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი