აველოქსი ტაბლეტი 400მგ
შემადგენლობა:
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 400მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით)
შეიცავს 68მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს ტაბლეტში.
ჩვენებები:
ნაჩვენებია შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე შტამებით;
- რესპირატორული ტრაქტის ინფექციები
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
- საზოგადოებაში აღმოცენებული პნევმონია მულტი-პრეპარატებისადმი რეზისტენტური შტამებით გამოწვეული შემთხვევების ჩათვლით.
- მწვავე სინუსიტის
- კანის და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები
- გაურთულებელი მენჯის ანთებითი დაავადებები (მაგ. ქალების ზემო გენიტალური ტრაქტის ინფექციები სალპინგიტის და ენდომეტრიტის ჩათვლით).
- კანის და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციები (დიაბეტური ტერფის ინფექციების ჩათვლით)
- გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციბეი პოლიმიკრობული ინფექციების ჩათვლით როგორიცაა აბსცესი.
დოზირება:
აველოქსის რეკომენდებული დოზაა 400მგ დღეში ერთხელ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
კურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს სიმწვავის ან კლინიკური პასუხის მიხედვით. არსებობს შემდგომი ზოგადი რეკომენდაციები ზემო და ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციებისთვის:
- ბრონქიტი: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, 5 დღე პნევმონია: საზოგადოებაში განვითარებული პნევმონია, 10 დღე სინუსიტის: მწვავე სინუსიტი, 7 დღე
- კანის და კანის სტრუქტურის გაურთულებელი ინფექციები: 7 დღე მენჯის გაურთულებელი ანთებითი დაავადებები: 14 დღე
- კანის და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციები
- მკურალობის ტოტალური ხანგრძლივობა შემდგომი მკურნალობისთვის (ინტრავენური ორალური თერაპიის შემდეგ): 7-21 დღე გართულებული ინტრააბდომინური ინფექციები
- ტოტალური მკურნალობის ხანგრძლივობა შემდგომი თერაპიისთვის (ინტრავენური და ორალური თერაპია): 5-14 დღე
შენახვა:
ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ორიგინალურ კონტეინერში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა: ტაბლეტები - 4 წელი