აველოქსი ტაბლეტი 400მგ  #7

აველოქსი ტაბლეტი 400მგ #7

თურქეთი

ბაიერი

გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის, არაჰოსპიტალური პნევმონიის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს.

პროდუქტის შესახებ

აველოქსი ტაბლეტი 400მგ

ჩვენება:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • მწვავე სინუსიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

უკუჩვენება:

  • ორსულობა;
  • ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
  • ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდთა ასაკი;
  • მოქსიფლოქსაცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.


დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილებში ინიშნება 400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს - 5 დღე, არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს - 10 დღე, მწვავე სინუსიტისა და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციის დროს - 7 დღე. პრეპარატით მკურნალობა დასაშვებია 14 დღემდე გაგრძელდეს.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით (როცა კრეატინინის კლირენსი მეტია 30 მლ/წთ-ზე) დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ტაბლეტები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები:

მოქსიფლოქსაცინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენების უმრავლოსობა (90%) მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა, სტომატიტი, გლოსიტი.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტებში ჰიპოკალიემიით QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, არტერიული წნევის მატება ან შემცირება, ტკივილი მკერდის არეში, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები.
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, ძილიანობა, ტრემორი, პარესთეზიები, გონების დაბინდვა, დეპრესია, ემოციური ლაბილობა.
  • სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, დისპნოე.
  • ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ: ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, მიალგია.
  • შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი.
  • ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.​
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბაიერი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
მოქსიფლოქსაცინი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი