ზიტმაკი ტაბლეტი 500მგ #3

ზიტმაკი ტაბლეტი 500მგ #3

თურქეთი

ნობელ ფარმა ილაჯ
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აზითრომიცინი
ჩვენებები: მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული სასუნთქი გზების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როდესაც ეს გამოწვეულია აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენების მიერ, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბაქტერიული სინუსიტის, ფარინგ-ტონზილიტი. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მწვავე ოტიტი, სქესობრივად გადამდები დაავადებები, ქლამიდიით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები იოლი ინფექციების დროს. ზითროგარდი ასევე გამოიყენება კაცებში Haemophilus ducreyi-თ გამოწვეული საშუალო სიმძიმის წყლულების სამკურნალოდ. კლინიკურ კვლევებში ჩართული მცირე რაოდენობით ქალების გამო, აზითრომიცინის ეფექტურობა ქალების შანკროიდის მკურნალობაში არ არის დადგენილი. გარდა ამისა, ზითროგარდი გამოიყენება გონოკოკების არა-მულტირეზისტენტული შტამებით გამოწვეული სქესობრივი ინფექციების იოლი ფორმების სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი: ზითროგარდის მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ. ზითროგარდის შემოგარსული ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. გამოყენება ზრდასრულებსა და მოზარდებში (> 12 წლის): სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისას რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1000 მგ პრეპარატის ერთჯერადად დანიშვნას შიგნით მისაღებად. სხვა ინფექციებისას: ინიშნება 500 მგ დღეში ერთჯერ 3 დღის განმავლობაში (საერთო დოზა 1500 მგ). მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტის დროს პირველ დღეს 500 მგ, შემდეგ 4 დღის განმავლობაში 250 მგ დღეში ერთხელ (5-დღიანი კურსი).
უკუჩვენებები: ზითროგარდი არ გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის, ერითრომიცინის, ნებისმიერი ანტიბიოტიკის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ციზაპრიდისა და მაკროლიდების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება.

ორსულობა და ლაქტაცია: აზითრომიცინი გამოიყენება ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა არსებობს ექიმის გადაწყვეტილებით. აზითრომიცინი უნდა დაინიშნოს მეძუძურ ქალებში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ჩვილისათვის.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ნესტისა და სითბოსაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ უნდა მოხდეს აბაზანაში შენახვა.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია პროდუქტის გარე და შიდა შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ფარმა ილაჯ
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
3
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი