გამოიყენება ლაიმას დაავადების, ქუნთრუშას, სასუნთქი სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების დროს.
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - აზითრომიცინის 250 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინიზირებული სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.
აზიმაკი ინიშნება აუცილებლად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ.
მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500 მგ ერთხელ დღეში, II დღიდან V დღემდე 250-250 მგ დღიური დოზა; ან 500 მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5 გ-ს).
უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1 გ.
ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (ერყტჰემა მიგრანს) სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1 გ ერთ მიღებაზე, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500 მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3 გ-ს).
ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება წონის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში - პირველ დღეს 10 მგ/კგ; შემდეგი ოთხი დღე - 5 მგ/კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10 მგ/კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30 მგ/კგ სხეულის წონაზე.
იშვიათად - გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი.
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25ოჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!