აზინფექსინი 500 მგ გამოიყენება იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: აზითრომიცინი 250 მგ ან 500 მგ (აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით 269,88 მგ ან 539,75 მგ შესაბამისად)
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის დიჰიდროფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა 150, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი; Oპადრყ OY-D-7233 თეთრი.
აზინფექსინი ნაჩვენებია იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. შემდეგი დაავადებების დროს:
აზინფექსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მიიღება საჭმლის მიღებიდან 1 საათით ადრე ან საჭმლის მიღებიდან 2 საათის შემდეგ
მოზრდილებისთვის(ხანდაზმულების ჩათვლით):
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისას , გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით ან მგრძნობიარე შტამებით Neisseria gonorrhoeae: 1გ ერთჯერადად
სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობისას: 500მგ 1 ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში (3 დღიანი ხანგრძლივობით მკურნალობისას საერთო დოზა შეადგენს 1,5გ);
მკურნალობის ალტერნატიური ვარიანტის დროს იგივე საერთო დოზა შეიძლება იქნას მიღებული 5 დღის განმავლობაში: პირველ დღეს - 500მგ, შემდგომ დღეებში(მეორედან მეხუთე დღემდე)-250მგ
ბავშვებისთვის:
ბავშვებს 45კგ –ზე ნაკლები სხეულის მასით პრეპარატი ენიშნებათ სუსპენზიის სახით, 45კგ – ზე მეტი სხეულის მასით რეკომენდირებულია დაენიშნოთ ისევე როგორც მოზრდილებს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25 С,საკუთარ შეფუთვაში, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.