აზიმაკი კაფსულა 500მგ #3

აზიმაკი კაფსულა 500მგ #3

საქართველო

ჯი-ემ-პი

აზიმაკი 500მგ გამოიყენება ლაიმას დაავადების, ქუნთრუშას, სასუნთქი სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების დროს.

პროდუქტის შესახებ

აზიმაკი კაფსულა 500მგ

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - აზითრომიცინის 500 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინიზირებული სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.


ჩვენება:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება);
  • ქუნთრუშა;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
  • უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი და/ან ცერვიციტი);
  • ლაიმას დაავადება (ბორელიოზი);
  • ​Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.


ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა:

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.


ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.


დოზირება და მიღების წესი:

აზიმაკი ინიშნება აუცილებლად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ.
მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500 მგ ერთხელ დღეში, II დღიდან V დღემდე 250-250 მგ დღიური დოზა; ან 500 მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5 გ-ს).
უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1 გ.
ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (ერყტჰემა მიგრანს) სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1 გ ერთ მიღებაზე, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500 მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3 გ-ს).
ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება წონის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში - პირველ დღეს 10 მგ/კგ; შემდეგი ოთხი დღე - 5 მგ/კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10 მგ/კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30 მგ/კგ სხეულის წონაზე.


გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი.


ვარგისობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25ოჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
3
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი