აზიოპტიკი წვეთები თვალის 15მგ/1გრ 0.25გრ ფლაკონი #6
აზიოპტიკი წვეთები თვალის 15მგ/1გრ 0.25გრ ფლაკონი #6

აზიოპტიკი წვეთები თვალის 15მგ/1გრ 0.25გრ ფლაკონი #6

რუმინეთი

რომფარმ კომპანი

აზიოპტიკი ნაჩვენებია ადგილობრივი ანტიბაქტერიული მკურნალობისთვის კონიუნქტივიტის დროს, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე შტამებით

პროდუქტის შესახებ

აზიოპტიკი წვეთები თვალის 15მგ/1გრ 0.25გრ ფლაკონი

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერებები: ხსნარის ყოველი გრამი შეიცავს 15მგ აზიტრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც არის 14.3მგ აზიტრომიცინის ექვივალენტური.


თერაპიული ჩვენება:

აზიოპტიკი 15მგ/გ, თვალის წვეთები, ხსნარი ერთჯერად დოზიან კონტეინერში ნაჩვენებია ადგილობრივი ანტიბაქტერიული მკურნალობისთვის კონიუნქტივიტის დროს, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე შტამებით:

  • ჩირქოვანი ბაქტერიულ კონიუნქტივიტი, ბავშვებში (ასაკი დაბადებიდან 17 წლამდე) და მოზარდებში
  • ტრაქომატული კონიუნქტივიტი, რომელიც გამოწვეულიაChlamydia trachomatis მიერ ბავშვებში (ასაკი დაბადებიდან 17 წლამდე) და მოზარდებში.

უნდა გაითვალისწინონ ოფიციალური გაიდლაინები ანტიბაქტერიული აგენტების შესაბამისი გამოყენების შესახებ.


დოზირება და მიღების წესი:

დოზირება:

მოზრდილები - ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი კონიუნქტივალურ ჯიბეში, ორჯერ დღეში, დილით და საღამოს, სამი დღის განმავლობაში. სამ დღეზე დიდხანს მკურნალობის გაგრძელება აუცილებელი არ არის.

დოზის რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია მკურნალობის წარმატებისთვის.

ხანდაზმულები - დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

პედიატრული პოპულაცია - დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.


მიღების წესი:

თვალში ჩასაწვეთებლად.

პაციენტს უნდა ურჩიონ:

  • კარგად დაიბანონ ხელები ჩაწვეთებამდე და მის შემდეგ,
  • მოერიდონ თვალის ან ქუთუთოების შეხებას ერთჯერად დოზიანი კონტეინერის საწვეთურთან.
  • გაანადგურონ ერთჯერად დოზიანი კონტეინერი გამოყენების შემდეგ და არ შეინახონ შემდეგი გამოყენებისთვის.


ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:

ორსულობაზე ეფექტი მოსალოდნელი არ არის, რადგან აზიტრომიცინის სისტემური ექსპოზიცია უმნიშვნელოა. აზიოპტიკი 15მგ/გ თვალის წვეთების ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს.


ძუძუთი კვება:

შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ აზიტრომიცინი გამოიყოფა ლაქტატში, მაგრამ დაბალი დოზის და დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობის გამო, ახალშობილის მიერ მიღებული დოზა უმნიშვნელოა. შედეგად, ძუძუთი კვება შესაძლებელია მკურნალობის დროს.


ფერტილობა:

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებსაზიტრომიცინით მკურნალობის ეფექტზე მამრების და მდედრების ფერტილობაზე. ადამიანის მონაცემები უცნობია. თუმცა ფერტილობაზე ეფექტი მოსალოდნელი არ არის, რადგან აზიტრომიცინის სისტემური ექსპოზიცია უმნიშვნელოა.


შენახვა:

​თვალის წვეთების ერთჯერად დოზიანი კონტეინერის გახსნის შემდეგ, ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ.
გაანაგურეთ გახსნილი ერთჯერად დოზიანი კონტეინერი პირველი გამოყენებისთანავე.

შეინახეთ 2-დან და 8°C-მდე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დასაცავად.
ერთჯერად დოზიანი კონტეინერი სინათლისგან დასაცავად შეინახეთ პაკეტში.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
15მგ/1გრ
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
6
მოცულობა
0.25გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | აზიოპტიკი წვეთები თვალის 15მგ/1გრ 0.25გრ ფლ