ვიგამოქსი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1
ვიგამოქსი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1

ვიგამოქსი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1

ბელგია

ალკონი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება-მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი-0.02725გ (ექვივალენტურია 0.025გ მოქსიფლოქსაცინის); დამხმარე ნივთიერებები-ნატრიუმის ქლორიდი-0.026გ, ბორის მჟავა-0.035გ; ბენზალკონიუმის ქლორიდი-0.00025გ, საინექციო წყალი-5მლ-მდე.

ჩვენებები: თვალის ინფექციური დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ბაქტერიული კონიუნქტივიტი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და ქინოლონის რიგის სხვა ქიმიოთერპიული საშუალებების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ახალშობილობის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები და ხანდაზმულები: 1 წვეთის ინსტილაცია 3 ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
ბავშვები: მოცემული კატეგორიის პაციენტებისათვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები: თვალების ტკივილი და გაღიზიანება. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფამრმაცევტს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულებში თვალის წვეთების სახით მოფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის. რადგან მოფლოქსაცინის თვალის წვეთების სახით გამოყენებისას სისტემური აბსორბცია სრულიად უმნიშნელოა, ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია. ორსულებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება, რადაგნ არსებობს ვარაუდი, რომ მოქსიფლოქსაცინი აღწევს ქალის რძეში.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მოქსიფლოქსაცინის თვალის ფორმების გამოყენებით სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

შენახვის პირობები: ინახება 8-25C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნის შემდეგ ფლაკონის შიგთავსი გამოიყენება 1 თვის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალკონი
ქვეყანა
ბელგია
ჯენერიკი
მოქსიფლოქსაცინი
დოზა
0.5%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი