პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: აზიტრომიცინ დიჰიდრატი 524.0მგ (500მგ უწყლო აზიტრომიცინის ექვივალენტური). ბირთვის დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კროსპოვიდონი, კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი. გარსის დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი.
ჩვენებები: აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების დროს: ყურის, ცხვირისა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი (Streptococcus pyogenes ფარინგიტის სამკურნალოდ პენიცილინი ყოველთვის არის პირველი-არჩევის პრეპარატი და მოიცავს რევმატიული ცხელების პროფილაქტიკას. აზიტრომიცინი ძირითადად ეფექტურია სტრეპტოკოკების წინააღმდეგ ცხვირ-ხახაში, თუმცა რევმატიული ცხელების პრევენციაში აზიტრომიცინის ეფექტურობის დამამტკიცებელი კვლევის შედეგები დღეისათვის ხელმისაწვდომი არ არის). სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი და პნევმონია, როდესაც შიგნით მისაღები ანუ პერორალური თერაპია კლინიკური პროგრესის საფუძველზე არის ნაჩვენები. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: სასქესო გზების ინფექციები, გამოწვეული Chlamydia spp. ან გონოკოკებით (არა-მულტირეზისტენტული შტამები), სადაც თანმხლები სიფილისი უნდა გამოირიცხოს. გასათვალისწინებელია ანტიბიოტიკების შესაბამისი გამოყენების ოფიციალური გაიდლაინები.
უკუჩვენებები: სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია აზიტრომიცინის, ერითრომიცინის, ნებისმიერი მაკროლიდური თუ კეტოლიდური ანტიბიოტიკის ან შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისა და ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში.დოზირება და მიღების წესი: მიღების წესი: რეკომენდებული სადღეღამისო დოზა მიიღება ერთხელ დღეში, დაუღეჭავად და საკვების მიღების მიუხედავად.დოზირება და მიღების წესი: მიღების წესი:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა მიიღება ერთხელ დღეში, დაუღეჭავად და საკვების მიღების მიუხედავად.დოზირება მოზრდილებში: ყველა ჩვენებისათვის, სასქესო გზების ინფექციების გარდა: 500მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
სასქესო გზების ინფექციები: Chlamydia spp.-ით გამოწვეული სასქესო გზების ინფექციები მოზრდილებში: 1გ (= 2 აპკით შემოგარსული ტაბლეტი) ერთჯერადი დოზის სახით.
კომბინირებული თერაპია ცეფტრიაქსონთან: მოზრდილთა გონოკოკებით (თუ მგრძნობიარეა) გამოწვეული სასქესო გზების ინფექციები: 1გ ან 2გ აზიტრომიცინი 250მგ ან 50მგ ცეფტრიაქსონთან ერთად მკურნალობის ადგილობრივი გაიდლაინების მიხედვით. პენიცილინის ან ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ მკურნალობის ადგილობრივი გაიდლაინები.
პედიატრიული პოპულაცია: ბავშვები და მოზარდები,მეტი 45კგ წონით უნდა მიიღონ მოზრდილთა დოზა.
45კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ბავშვებისათვის, დოზირება აზიტრომიცინის ფორმულის არ არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ 45კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ბავშვებისათვის საჭიროა აზიტრომიცინის გამოყენება, ნაჩვენებია ისეთი სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, რომელიც დოზირების მორგების საშუალების იძლევა.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: აზიტრომიცინი ორსულობის დროს გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი სჭარბოს რისკს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
124545
ბრენდი
ბლუეფარმა ინდუსტრია