შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 500 მგ აზიტრომიცინი. დამხმარე ნივთიერებები: ორფუძიანი უწყლო კალციუმის ფოსფატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი და ჰიდროქსი პროპილ მეთილცელულოზა. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიულები, მაკროლიდები. ჩვენებები: მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ბრონქიტი და პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მწვავე შუა ყურის ანთება და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი და ფარინგიტი ან ტონზილიტი. არა-მულტი რეზისტენტული Chlamydia trachomatis-ით და Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული გაურთულებელი სქესობრივად გადამდები ინფექციების მკურნალობა მამაკაცებსა და ქალებში; დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილები: Clamydia trachomatis-ით ან მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისთვის, დოზირება არის 1000 მგ ერთჯერადი დოზის სახით. ყველა სხვა ჩვენებებისთვის, საერთო დოზა 1500 მგ ინიშნება ნაწილობრივ 500 მგ დღეში 3 დღის განმავლობაში. ხანდაზმული პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას. სტრეპტოკოკური ფარინგიტის მკურნალობის გარდა, დღიური დოზა ბავშვებში შეადგენს 30 მგ.კგ-ზე, ინიშნება ერჯერადი დოზის სახით 10 მგ.კგ 3-ჯერ დღეში. მწვავე შუა ყურის ანთების შემთხვევაში ბავშვებში შეიძლება ერთჯერადი დოზა 30 მგ.კგ ან დღიური დოზა 10 მგ.კგ 3 დღის განმავლობაში. აზიტრომიცინი აზიტრიქსის ტაბლეტები ინიშნება ბავშვებში 45 კგ-ზე მეტი წონით. თუ პაციენტი თვლის რომ აზიტრომიცინი აზიტრიქსის ეფექტი არის “ძალიან ძლიერი” ან “ძალიან სუსტი”, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. აზიტრომიცინი აზიტრიქსი მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად. აზიტრომიცინი აზიტრიქსის მიღება შესაძლებლია საკვებთან ერთად. აზიტრომიცინი აზიტრიქსი მიიღება ერთჯერადი დღიური დოზის სახით. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აზიტრომიცინის ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ.ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული აზიტრომიცინი აზიტრიქსის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: აღნიშნული მედიკამენტის ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.