პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით)–250მგ ან 500მგ. დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ-5მლ: 5მლ სუსპენზია შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც 200მგ უწყლო აზითრომიცინის ექვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის ორჟანგი, ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ასპარტამი.
ჩვენება:-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი-ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი);-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი);-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებული ერითემა ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები);-სქესობრივი გზით გადამდები მწვავე ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);-კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული H.pylori-სთან.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;-ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
სიფრთხილით გამოიყენება: ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს უარყოფითი მოქმედების რისკს; ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში; ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ არითმია და გახანგრძლივებული Q—T ინტერვალი.
მიღების წესი და დოზირება: აზიპინი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების (ქრონიკული მიგრირებული ერითემიის გარდა) დროს: მოზრდილებში-500მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში. ბავშვებში-10მგ-კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში. Helicobacter pylori–სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს: 1გ (500მგ 2 კაფსულა) ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში. -სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებული ინფექციების დროს (ურეთრიტი, ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis)–1 გრამი დღეში, 3 დღის განმავლობაში 7 დღის ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3გ. სუსპენზიის მომზადების წესი: ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია 31,3გრ ფხვნილი, ჩაასხით 17მლ გამოხდილი ან გადადუღებული წყალი. მიღებული სუსპენზიის მოცულება არის 37,5 მლ. მომზადებული სუსპენზიის შენახვის ხანგრძლივობა 5 დღეა. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბავშვებს სუსპენზიის მიღების შემდეგ მიაყოლებინეთ რამოდენიმე კოვზი ჩაი ან წყალი, რათა მთლიანად გადაყლაპოს პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზია.
გვერდითი მოვლენები: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, გასტრიტი; გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება; ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი; ტკივილი გულ-მკერდის არეში; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ. სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში–გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი დოზა 24 საათიანი ინტერვალით.
გამოშვების ფორმა:-კაფსულა 250მგ; 6 კაფსულა ბლისტერზე. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.-კაფსულა 500მგ; 3კაფსულა ბლისტერზე. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად (200მგ-5მლ). 31,3გ ფხვნილი 100მლ მოცულობის ფლაკონში, პოლიპროპილენის რეზისტენტული თავსახურით. ერთი
ფლაკონი ორმხრივ საზომ კოვზთან (დიდი მოცულობა-5მლ, პატარა–2,5მლ) და ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15–25C ტემპერატურაზე. მზა სუსპენზია ინახება მაცივარში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
123837