აზიბიოტი ტაბლეტი 500მგ #3

აზიბიოტი ტაბლეტი 500მგ #3

სლოვენია

კრკა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია არის აზითრომიცინი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500მგ აზითრომიცინს 524მგ აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით. დამხმარე ნივთიერებები არის: პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი (E572) ტაბლეტის გულში და ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი და ტრიაცეტინი (E1518) ტაბლეტის გარსში.

ჩვენება: აზიბიოტი არის მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკი. გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. აზიბიოტი განკუთვნილია რესპირატორული ტრაქტის ინფექციების (შუა ყურის, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების, ფილტვების ანთება, სინუსები), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების (ერითემა მიგრანს–ლაიმის ბორელიოზის პირველი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო და სხვა, მეორადი კანის ჩირქოვანი ანთებები) და სქესობრივად გადამდები დაავადებების (ურეთრიტი და ცერვიციტი გამოწვეული Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae-თი და შანკროიდი გამოწვეული Haemophilus ducreyi-ით) სამკურნალოდ.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული (აქვს მომატებული მგრძნობელობა) აზითრომიცინის ან აზიბიოტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტი არის ალერგიული სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს აზიბიოტის მიღებისას; აზიბიოტით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ ადრე აზითრომიცინის ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების გამოყენებისას აღინიშნა მძიმე ალერგიული რეაქციები; ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობისას, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სხვა პრეპარატის დანიშვნა, თუ თირკმელების ან ღვიძლის ფუნქცია მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული; ანტიბიოტიკებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (განსაკუთრებით სოკოებით) გამოწვეული ინფექციები. აზიბიოტმა შეიძლება შეცვალოს ნაწლავური ფლორა, გამოიწვიოს ბაქტერიები, მათ შორის Clostridium difficile, რომელიც იწვევს დიარეას. ცალკეულ შემთხვევებში, დიარეა შეიძლება იყოს მძიმე ფორმის და ხანგრძლივად მიმდინარე. კონსულტაციისათვიის უნდა მიემართოს ექიმს, შეიძლება საჭირო გახდეს აზიბიოტის მიღების შეწყვეტა დიარეის გამო. აზიბიოტით მკურნალობის დაწყებამდე, უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აქვს არარეგულარული გულისცემა.აზიბიოტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: აზიბიოტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ვინაიდან ორსულობის პერიოდში აზიბიოტის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, პრეპარატი მიიღება მხოლოდ მკაფიო საჭიროებისას. აზიბიოტით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია რეკომენდებული არ არის.მიღების წესი: აზიბიოტი მიიღება ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სახეობის, ინფექციის კერის, პაციენტის ასაკისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისა და 45 კგ-ზე მეტი სხეულის წონის ბავშვებისათვის არის 500მგ აზითრომიცინი დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება დაანგარიშოს 500მგ აზითრომიცინი პირველ დღეს, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250მგ აზითრომიცინი. ლაიმის ბორელიოზის სამკურნალოდ, პირველ დღეს ინიშნება 1გ აზითრომიცინი, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250მგ აზითრომიცინი. სქესობრივად გადამდები დაავადებების სამკურნალოდ საკმარისია 1გ აზითრომიცინის ერთჯერადი დოზა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
3
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი