აზინფექსინი ტაბლეტი 250მგ #6

აზინფექსინი ტაბლეტი 250მგ #6

თურქეთი

დევა ჰოლდინგი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: აზითრომიცინი 250მგ ან 500მგ (აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით 269,88მგ ან 539,75მგ შესაბამისად). დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის დიჰიდროფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა 150, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი; Opadry OY-D-7233 თეთრი.
გამოყენების ჩვენებები: აზინფექსინი ნაჩვენებია იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. შემდეგი დაავადებების დროს: ბრონქიტი, პნევმონია; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; შუა ყურის ანთება; სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი. ეფექტურია Streptococcus pyogenes აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე შტამების ერადიკაციისათვის ცხვირ-ხახიდან, თუმცა მდგრადი შტამების შესაძლებელი არსებობის გამო საჭიროა მგრძნობელობაზე ტესტის ჩატარება; Streptococcus pyogenes გამოწვეული ფარინგიტის მკურნალობისას და მწვავე სახსროვანი რევმატიზმის პროფილაქტიკისათვის უფრო სასურველია პენიცილინის გამოყენება. აზინფექსინი ნაჩვენებია Chlamydia trachomatis გამოწვეული არაგონოკოკური ურეთრიტისა და ცერვიციტის, აგრეთვე Neisseria gonorrhoeae გამოწვეული გენიტალური ინფექციების სამკურნალოდ. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, ერითრომიცინის ან მაკროლიდების ჯგუფის ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ. მომატებული ასტ და ალტ, ჰიპერგლობულინემია. ერგოტიზმის განვითარების საშიშროების გამო, აზითრომიცინის გამოყენება ერგოტამინის წარმოებულებთან კომბინაციაში არ შეიძლება.მიღების წესი და დოზირება: აზინფექსინის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მიიღება საჭმლის მიღებიდან 1 საათით ადრე ან საჭმლის მიღებიდან 2 საათის შემდეგ მოზრდილებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით): სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისას, გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით ან მგრძნობიარე შტამებით Neisseria gonorrhoeae: 1გ ერთჯერადად; სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობისას: 500მგ 1 ჯერ დღეში 3 დღის
განმავლობაში (3 დღიანი ხანგრძლივობით მკურნალობისას საერთო დოზა შეადგენს 1,5გ);
მკურნალობის ალტერნატიური ვარიანტის დროს იგივე საერთო დოზა შეიძლება იქნას მიღებული 5 დღის განმავლობაში: პირველ დღეს-500მგ, შემდგომ დღეებში (მეორედან მეხუთე დღემდე)-250მგ
ბავშვებისთვის: ბავშვებს 45კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით პრეპარატი ენიშნებათ სუსპენზიის სახით, 45კგ–ზე მეტი სხეულის მასით რეკომენდირებულია დაენიშნოთ ისევე როგორც მოზრდილებს.

გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ პაციენტს, როლებიც ღებულობდნენ აზითრომიცინს, აღენიშნათ სმენის დაქვეითება,სიყრუე და-ან ხმაური ყურებში, ძირითადად პრეპარატის მაღალი დოზებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიღებისას; გულისრევა, ღებინება, დიარეა, გათხელებული კალა, დისკომფორტი მუცლის არეში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; ლერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება, თრომბოციტოპენია; დაღლილობა, კრუნჩხვები; თავის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, პარესთეზია, ძილიანობა, გონების დაკარგვა, იშვიათ შემთხვევაში გემოვნების დარღვევა; თავბრუსხვევა; არითმია. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება: მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის. Dდოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება კუჭის ამორეცხვა და შემანარჩუნებელი თერაპია.

გამოშვების ფორმა: აზინფექსინი 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, შეფუთული ბლისტერში. 1 ბლისტერი (6 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი), გამოყენების ინსტრუქციასთან კომპლექტში შეფუთული მუყაოს ყუთში.

აზინფექსინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, შეფუთული ბლისტერში. 1 ბლისტერი (3 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი), გამოყენების ინსტრუქციასთან კომპლექტში შეფუთული მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25?, საკუთარ შეფუთვაში, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი: დევა ჰოლდინგ ა.შ., თურქეთი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დევა ჰოლდინგი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
250მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
6
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი