აზიოპტიკი წვეთები თვალის 15მგ/1გრ 0.25გრ ფლაკონი #6

აზიოპტიკი წვეთები თვალის 15მგ/1გრ 0.25გრ ფლაკონი #6

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: ხსნარის ყოველი გრამი შეიცავს 15მგ აზიტრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც არის 14.3მგ აზიტრომიცინის ექვივალენტური. ერთი ერთჯერად დოზიანი 250მგ ხსნარი შეიცავს 3.75 მილიგრამ აზიტრომიცინის დიჰიდრატს. დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები.

ჩვენება: აზიოპტიკი 15მგ-გ, თვალის წვეთები, ხსნარი ერთჯერად დოზიან კონტეინერში ნაჩვენებია ადგილობრივი ანტიბაქტერიული მკურნალობისთვის კონიუნქტივიტის დროს, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე შტამებით: ჩირქოვანი ბაქტერიულ კონიუნქტივიტი, ბავშვებში (ასაკი დაბადებიდან 17 წლამდე) და მოზარდებში ტრაქომატული კონიუნქტივიტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis მიერ ბავშვებში (ასაკი დაბადებიდან 17 წლამდე) და მოზარდებში (იხ. პარაგრაფი ,,გამოყენება ახალშობილებში”). უნდა გაითვალისწინონ ოფიციალური გაიდლაინები ანტიბაქტერიული აგენტების შესაბამისი გამოყენების შესახებ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა აზიტრომიცინის, ნებისმიერი მაკროლიდის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

დოზირება და მიღების წესი: დოზირება: მოზრდილები: უნდა ჩაიწვეთონ ერთი წვეთი ჯიბეში, ორჯერ დღეში, დილით და საღამოს, სამი დღის განმავლობაში. სამ დღეზე დიდხანს მკურნალობის გაგრძელება აუცილებელი არ არის.
დოზის რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია მკურნალობის წარმატებისთვის.
ხანდაზმულები: დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.
პედიატრული პოპულაცია: დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.
მიღების წესი: თვალში ჩასაწვეთებლად.
პაციენტს უნდა ურჩიონ: კარგად დაიბანონ ხელები ჩაწვეთებამდე და მის შემდეგ, მოერიდონ თვალის ან ქუთუთოების შეხებას ერთჯერად დოზიანი კონტეინერის საწვეთურთან. გაანადგურონ ერთჯერად დოზიანი კონტეინერი გამოყენების შემდეგ და არ შეინახონ შემდეგი გამოყენებისთვის.პედიატრული პოპულაცია: ტრაქომატული კონიუნქტივიტის მკურნალიობისას ბავშვებში აზიტრომიცინის 15მგ-გ თვალის წვეთების უსაფრთხოების და ეფექტურობის შედარებითი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ უცნობია დაავადების პროცესის განსხვავებები დაავადებების პროცესში, რათა გამოირიცხოს მისი გამოყენება ერთ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ამ ჩვენების დროს, უნდა გაითვალისწინონ ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების კლინიკური გამოცდილება ტრაქომატული კონიუნქტივიტის მკურნალობისას და აზიტრომიცინის გამოცდილება ბავშვებში ჩირქოვანი ბაქტერიული კონიუნქტივიტის მკურნალობისას.
ახალშობილებში გამოყენება: დაავადების საერთაშორისო კონსენსუსის საფრუძველზე, რომელიც მოიცავს თვალებს და გენიტალურ ტრაქტს, და რომლებიც გადაეცემა ახალშიბილებს, სისტემური მკურნალობა საჭირო არ გამხდარა არა-ტრაქომატული კონიუნქტივიტის დროს, რომელიც გამოწვეული იყო Chlamydia trachomatis და კონიუნქტივიტის დროს, რომელიც გამოწვეული იყო Neisseria gonorrhoeae-ს მიერ.
3 თვეზე უმცროსი ასაკის ახალშობილებში და ჩვილებში სისტემურ ინფექციებს (მაგ. პნევმონია, ბაქტერიემია), რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis მიერ, შეიძლება თან ახლდეს კონიუნქტივიტი. ეჭვის შემთხვევაში საჭიროა სისტემური მკურნალობა. პრეპარატი განკუთვნილი არ არის ბაქტერიული კონიუნქტივიტის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის ახალშობილებში.ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობაზე ეფექტი მოსალოდნელი არ არის, რადგან აზიტრომიცინის სისტემური ექსპოზიცია უმნიშვნელოა. აზიოპტიკი 15მგ-გ თვალის წვეთების ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს.
ლაქტაცია: შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ აზიტრომიცინი გამოიყოფა ლაქტატში, მაგრამ დაბალი დოზის და დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობის გამო, ახალშობილის მიერ მიღებული დოზა უმნიშვნელოა. შედეგად, ლაქტაცია შესაძლებელია მკურნალობის დროს.
ფერტილობა: თუმცა ფერტილობაზე ეფექტი მოსალოდნელი არ არის, რადგან აზიტრომიცინის სისტემური ექსპოზიცია უმნიშვნელოა.შენახვის წესი: ინახება 2-დან და 8C-მდე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დასაცავად. ერთჯერად დოზიანი კონტეინერი სინათლისგან დასაცავად ინახება პაკეტში.

კონტეინერის გარეგნული სახე და შეფუთვა: ერთჯერად-დოზიანი დაბალი-სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერი, თითოეული შეიცავს 0.25გ-ს, მოთავსებულია პაკეტში.
შეფუთვის ზომა: კოლოფში ექვსი ერთჯერად დოზიანი კონტეინერი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
15მგ/1გრ
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
6
მოცულობა
0.25გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი