უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა ლიზინოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორებისადმი. მომატებული მგრძნობელობა ლიზინოპრილის და დიჰიდროპირიდინის წარმოებულებისადმი; კვინკეს შეშუპება ანამნეზში, მათ შორის გამოწვეული სხვა აგფ ინჰიბიტორებით, მემკვიდრული ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება. აორტის ან მიტრალური სარქვლის ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი სტენოზი ან ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია. მძიმე არტერიული ჰიპოტენზია; (სისტოლური წნევა 90 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები) კარდიოგენური შოკი; არასტაბილური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდიის გამოკლებით); გულის უკმარიოსბა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტოს შემდეგ (პირველი 28 დღის განმავლობაში) ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. 18 წლამდე ასაკი (პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების არ არსებობის გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში). გამოყენების მეთოდი და დოზები: შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. რეკომენდებული დოზა - პრეპარტის ეკვატორი ერთი ტაბლეტი ყოველდღიურად. შენახვის პირობები ინახება ორიგინალურ შეფუთვაში +15-25ძC ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა 3 წელი. არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.