ადიპრილი ტაბლეტი  5მგ+5მგ #30

ადიპრილი ტაბლეტი 5მგ+5მგ #30

საქართველო

ჯი-ემ-პი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ადიპრილის (5მგ-5მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს ამლოდიპინის 5მგ-ს (6.94მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ლიზინოპრილის 5მგ-ს (5.44მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით). დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენება: ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიას საჭიროებენ).

უკუჩვენება: აორტის ან მიტრალური სარქველის მემკვიდრული ან იდიოპათიური სტენოზი; ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია; გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია; კარდიოგენული შოკი; ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის, სხვა ამფ-ის მიღებაზე; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემების არარსებობის გამო); პრეპარატის კომპონენტებისადმი ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა. სიფრთხილით ინიშნება ცერებროვასკულარული დაავადებების (მათ შორის თავის ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობის დროს), გულის იშემიური დაავადების, კორონარული უკმარისობის, გამოხატული ბრადიკარდიის, ტაქიკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობის დეკომპენსაციის ფაზაში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპოტენზიის, გულის მწვავე ინფარქტისა და მისი გადატანიდან ერთი თვის მანძილზე, მძიმე ფორმის აუტოიმუნური დაავადებების დროს (მათ შორის სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა), ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვისას, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერკალიემიის, თირკმელების ტრანსპლანტაციის, თირკმელების უკმარისობის, დიეტის დროს (ნატრიუმის შეზღუდვით) ასაკოვან პაციენტებში, ღვიძლის უკმარისობის დროს.დოზირება და მიღების წესი: ადიპრილი ინიშნება იმ შემთხვევებში, როცა მისი შემადგენელი კომპონენტების დანიშვნა ცალ-ცალკე არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კონტროლს. პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით, ადიპრილი ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, დოზის (ტაბლეტები 5მგ-5მგ ან 5მგ-10მგ) ინდივიდუალური შერჩევით. თუ პაციენტი ადიპრილით მკურნალობის დაწყებამდე ღებულობდა დიურეზულ საშუალებას, აუცილებელია 2-3 დღით ადრე მისი მოხსნა. თუ დიურეზული საშუალების მოხსნა შეუძლებელია, ადიპრილი უნდა დაინიშნოს მცირე დოზით, რის შემდეგაც, რამდენიმე საათის განმავლობაში, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი (სიმპტომური ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით). გულის უკმარისობისას და გამოხატული ჰიპერტენზიის დროს, შემანარჩუნებელი დოზაა 1 ტაბლეტი-დღეში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ლიზინოპრილი+ამლოდიპინი
დოზა
5მგ+5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი