ამლიპინი ნაჩვენებია გულის ქრონიკული უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, დიაბეტური ნეიროპათიის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 5 მგ, ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი II 85F250057 წითელი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პონსო 4ღ, სანსეტი ყვითელი FჩF, ტარტრაზინი, რკინის ოქსიდი შავი).
ამლიპინი მიიღება შიგნით 1 ტაბლეტი ერთჯერ დღე-ღამეში. მისი მიღება კავშირში არაა კვებასთან.
საჭიროებისამებრ შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე.
ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!