ამლიპინი ტაბლეტი 10მგ+5მგ #30

ამლიპინი ტაბლეტი 10მგ+5მგ #30

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.

ნაჩვენებია გულის ქრონიკული უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, დიაბეტური ნეიროპათიის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

პროდუქტის შესახებ

ამლიპინი ტაბლეტი 10მგ+5მგ

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 5 მგ, ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი II 85F250057 წითელი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პონსო 4ღ, სანსეტი ყვითელი FჩF, ტარტრაზინი, რკინის ოქსიდი შავი).


გამოყენების ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება (სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
  • დიაბეტური ნეფროპათია.

მიღების წესი და დოზები:

ამლიპინი მიიღება შიგნით 1 ტაბლეტი ერთჯერ დღე-ღამეში. მისი მიღება კავშირში არაა კვებასთან.
საჭიროებისამებრ შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე.


უკუჩვენებები:

  • ​ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენეტის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;
  • ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, მ.შ. დაკავშირებული სხვა აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან;
  • აორტის ან მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი;
  • გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
  • კარდიოგენური შოკი;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • ბავშვთა ასაკი.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ლიზინოპრილი+ამლოდიპინი
დოზა
10მგ+5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი