აზოტრინი გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიისა და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ
აქტიური ინგრედიენტი: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 524.1მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს, რაც 500მგ აზითრომიცინის ექვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, პრეჟელატინიზებული, დაბალჩანაცვლებული ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კროსკარმელოზას ნატრიუმი (ac-di-sol), ლაქტოზა, უწყლო (მიღებული ხარის რძისგან), კოლოიდური უწყლო სილიკა (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572), ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა 2910-ჰიპრომელოზა 5cp (E464), მაკროგოლი-პოლიეთილენ გლიკოლი 400 (E1521) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიისა და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: გულ-მკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი); Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილინის მკურნალობისას პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში; ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ყურის ანთება); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიცაა აბსცესი ან ძირმაგარა); სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გამოწვეული Chlamydia-ს მიერ; რბილი ქსოვილების წყლულები, გამოწვეული Haemophilus ducreyi მიკროორგანიზმით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გამოწვეული არა მულტი-პრეპარატ-რეზისტენტული მიკროორგანიზმით Neisseria gonorrhoeae, თანმხლები ინფექციების გარეშე.
თუ პაციენტს აქვს ალერგია აზოტრინის ან ნებისმიერი სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი ან აზოტრინის ნებისმიერი ინგრედიენტი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ხიხინი. თუ პაციენტს აქვს ღვიძლის პრობლემები. ღებულობს რომელიმე ერგოტის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ).
თუ პაციენტს აქვს თირკმელების პრობლემები; თუ აქვს გულის დაავადებები; თუ აქვს საზოგადოებაში გავრცელებული ინფექციური დაავადება; თუ არსებობს ეჭვი სეპტიცემიაზე ან დიაგნოსტირებულია სეპტიცემია; თუ პაციენტი იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე; თუ პაციენტი არის ხანდაზმული ასაკის ან ძლიერ დასუსტებული; თუ აქვს ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (იმუნური სისტემის დეფიციტი ან თანდაყოლილი ასპლენია-ქირურგიული ასპლენიის მდგომარეობა, სხვ.); თუ აქვს ღვიძლის დაავადება; როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მეორადი ინფექციის რისკი დასუსტებულ ორგანიზმში, არამგრძნობიარე ორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ინფექციის გამო; თუ აღინიშნება დიარეა. თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს ან წარსულში ეხებოდა, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
აზოტრინი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. თუ პაციენტი არის ორსულად და ცდილობს დაორსულებას, აზოტრინი მიიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. აზოტრინი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ მკურნალობის დროს პაციენტი შენიშნავს, რომ არის ორსულად.
ცნობილი არ არის გადადის თუ არა აზითრომიცინი ადამიანის დედის რძეში. პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზოტრინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ: ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა ადრე უთხრა, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების წინ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის-მიღების სიხშირის შესახებ: აზოტრინი მიიღება ერთჯერადი სადღეღამისო დოზის სახით. Chlamydia trachomatis, Haemophilus ducreyi ან მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისას დოზა არის 1000მგ ერთჯერადი შიგნით მისაღები (პერორალური) დოზის სახით. ყველა სხვა ჩვენებისას საერთო დოზა არის 1500მგ, რომელიც მიიღება დღეში 500მგ დოზით, ზედიზედ 3 დღის განმავლობაში. S. pyogenes-ით გამოწვეული ტონზილიტის-ფარინგიტის მკურნალობისას, საერთო დოზა, რომელიც გამოიყენება 5 დღის განმავლობაში, არის 500მგ 1-ელ დღეს და 250მგ მომდევნო დღეებში (დღეები 2, 3, 4 და 5).
მიღების გზა და წესი: მიიღება შიგნით (პერორალური გზით), მთლიანად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში: 45კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში გამოიყენება მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზა. ტონზილიტის-ფარინგიტის გარდა, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 1500მგ ბავშვებში ნებისმიერი მკურნალობისთვის. ტონზილიტის-ფარინგიტის მკურნალობისას საერთო დოზა, რომელიც 5 დღის განმავლობაში გამოიყენება არის 500მგ 1-ელ დღეს და 250მგ მომდევნო დღეებში (მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეს). 45კგ-მდე წონის ბავშვებში გამოიყენება შიგნით მისაღები (პერორალური) სუსპენზიის ფორმები. აზითრომიცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებში. ვინაიდან აზითრომიცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ნაჩვენები არ არის 6 თვემდე ასაკის ჩვილებში, მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში გამოიყენება ის დოზა, რაც მოზრდილ პაციენტებში.
მიღების განსაკუთრებული პირობები: თირკმელების უკმარისობა: დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუ პაციენტს აქვს თირკმელების მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დისფუნქცია. თუ აქვს თირკმელების მძიმე დისფუნქცია, აზითრომიცინი მიიღება სიფრთხილით.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო დისფუნქცია, შეიძლება იმ დოზის გამოყენება, რაც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. არ გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობისას. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ აზოტრინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, 25C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.