აზიბიოტი განკუთვნილია რესპირატორული ტრაქტის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების და სქესობრივად გადამდები დაავადებების სამკურნალოდ.
აქტიური სუბსტანცია არის აზითრომიცინი.
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500მგ აზითრომიცინს 524 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.
სხვა ინგრედიენტებია პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი (E572) ტაბლეტის გულში და ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი და ტრიაცეტინი (E1518) ტაბლეტის გარსში.
აზიბიოტი არის მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკი. გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. აზიბიოტი განკუთვნილია რესპირატორული ტრაქტის ინფექციების (შუა ყურის, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების, ფილტვების ანთება, სინუსები), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების (ერითემა მიგრანს – ლაიმის ბორელიოზის პირველი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო და სხვა, მეორადი კანის ჩირქოვანი ანთებები) და სქესობრივად გადამდები დაავადებების (ურეთრიტი და ცერვიციტი გამოწვეული Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoeae-თი და შანკროიდი გამოწვეული Haemophilus ducreyi--ით) სამკურნალოდ.
აზიბიოტი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სახეობის, ინფექციის კერის, პაციენტის ასაკისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისა და 45 კგ-ზე მეტი სხეულის წონის ბავშვებისათვის არის 500 მგ აზითრომიცინი დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 500 მგ აზითრომიცინი პირველ დღეს, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250 მგ აზითრომიცინი.
ლაიმის ბორელიოზის სამკურნალოდ, პირველ დღეს ინიშნება 1 გ აზითრომიცინი, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250 მგ აზითრომიცინი.
სქესობრივად გადამდები დაავადებების სამკურნალოდ საკმარისია 1 გ აზითრომიცინის ერთჯერადი დოზა.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან ორსულობის პერიოდში აზიბიოტის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, პრეპარატი მიიღება მხოლოდ მკაფიო საჭიროებისას.
აზიბიოტით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის
აზიბიოტი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მანქანა-მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზიბიოტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 30 C-მდე.