About Product
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: გინკგო ბილობას ფოთლის სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი 80მგ (Ginkgo bilobae folii extr. sicc. standardisatum, მინ. 24% გინკგოს ფლავონოიდური გლიკოზიდები და მინ. 6% ტერპენი); დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
ჩვენებები: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევები: ყურადღების და-ან მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შფოთვის, შიშის შეგრძნება, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა; კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადია, შემდეგი გამოვლინებებით: სიცივის შეგრძნება, ჩხვლეტა, დაბუჟება, ტკივილი სიარულის დროს. ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ხალის დეგენერაცია; დიაბეტური რეტინოპათია; დიაბეტური პოლინეიროპათია.
უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. 18 წლამდე ასაკის პირები. შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ინტრაკრანიალური ჰემორაგიის მომატებული რისკი. სისხლის შედედების დაქვეითება. ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები: 1 კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამის დროს.
რეკომენდებულია უწყვეტი გამოყენება 3 თვის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები: გინკგო ბილობას შეუძლია გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო, აუცილებელია სიფრთხილე ანტიკოაგულანტული პრეპარატების მიღებისას.
გარკვეულ შემთხვევებში, მან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავის ტკივილი და კანის ალერგიული რეაქციები. პირებმა, რომლებსაც უტარდებათ გარკვეული თერაპია, გინკგოს პროდუქტის გამოყენებამდე უნდა მიმართონ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ კვებას.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. (ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი დაბეჭდილია შეფუთვაზე).
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: ფარმანოვა (PHARMANOVA), სერბეთი.
Show More