About Product
შემადგენლობა: კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი გასუფთავებული ექსტრაქტი 80მგ. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი; კაფსულა: რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი შავი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ჟელატინი.
გამოყენების ჩვენება: მდგომარეობის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინის ორგანული დაზიანების სინდრომთან (კოგნიტური დარღვევები, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, თავის ტკივილი). დემენციის სინდრომი (მათ შორის პირველადი დეგენერაციული დემენცია ალცჰეიმერის ტიპის, სისხლძარღვოვანი დემენცია ან შერეული ფორმა); დისცირკულატორული ენცეფალოპათია სხვადასხვა გენეზის, რომელსაც თან ახლავს კოგნიტური დარღვევები, ძილის დარღვევა; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და ცირკულაციის დარღვევა, მათ შორის პერიფერიული ოკლუზიური არტერიოპათია (საერთო ფიზიკურ თერაპიასთან ერთად); თავბრუსხვევა და ხმაური ყურებში სისხლძარღვოვანი ან დეგენერაციული ხასიათის; დიაბეტური რეტინოპათია; ასაკობრივი ან დეგენერაციული ხასიათის მაკულის დაზიანება.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ქალაშიდა სისხლჩაქცევა.
გამოყენების წესი და დოზები: ვობილონი მიიღება შიგნით კვებისგან დამოუკიდებლად. კაფსულები გადაიყლაპება მთლიანად, სითხის მცირე რაოდენობის დაყოლებით. დემენციის სინდრომი (პირველადი დეგენერაციული დემენცია ალცჰეიმერის ტიპის, სისხლძარღვოვანი დემენცია ან შერეული ფორმა):
მოზრდილებში
პრეპარატი ვობილონი 40მგ 1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ, ან პრეპარატი ვობილონი 80 მგ 1 კაფსულა დღეში 2-3-ჯერ, ან პრეპარატი ვობილონი 120მგ 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს).
პერიფერიული ოკლუზიური არტერიოპათია: მოზრდილებში
პრეპარატი ვობილონი 40მგ 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ ან პრეპარატი ვობილონი 80მგ 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს) ან პრეპარატი ვობილონი 120მგ 1 კაფსულა 1-ჯერ (დილით) ან დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს) ან პრეპარატი ვობილონი 160მგ 1 კაფსულა დღეში 1-ჯერ (დილით).
ნეიროსენსორული აშლილობები, როგორიც არის თავბრუსხვევა-ვერტიგო და ხმაური ყურებში: მოზრდილებში
პრეპარატი ვობილონი 40მგ 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ, ან პრეპარატი ვობილონი 80მგ 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს), ან პრეპარატი ვობილონი 120მგ 1 კაფსულა 1-ჯერ (დილით) ან დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს), ან პრეპარატი ვობილონი 160მგ 1 კაფსულა დღეში 1-ჯერ (დილით).
მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ. ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად, განსაკუთრებით ეს რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში, მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს არანაკლებ 3 თვე. განმეორებითი კურსის ჩატარება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თავბრუსხვევის და ყურებში ხმაურის მკურნალობისას თერაპია 6-8 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით არ იძლევა დამატებით თერაპიულ ეფექტს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში საკმარისი რაოდენობის კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.
შენახვის პირობები: ინახება ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 C
ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
124899
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.