Bilobil-forte caps 80mg #60
Bilobil-forte caps 80mg #60

Bilobil-forte caps 80mg #60

სლოვენია

კრკა
About Product
სავაჭრო დასახელება: ბილობილი® ფორტე (Bილობილ® Fორტე)

საერთაშორისო დასახელება
Gინკგო ბილობა (გინკო ბილობა)

სამკურნალწმლო ფორმა:
კაფსულები

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
გიკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 80მგ
(სტანდარტიზებული 19,2მგ ფლავონური გინკო გლიკოზიდები და 4,8მგ
ტერპონული ლაქტონები (გინკოგოლიდები და ბილობალიდები) 80მგ-ში
შემცველობამდე.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი,
ტალკი, სილიციუმის კოლოიდუირი გაუწყლოებული ორჟანგი, მაგნიუმის
სტეარატი.
კაფსულის გარსი:
მეთილპარჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216),
ჟელატინი, შავი საღებავი PN (E151), ლურჯი საღებავი V (E131), წითელი
საღებავი 4ღ (E124), სტაფილოსფერი საღებავი FჩF (E110), ტიტანის ორჟანგი
(E171).

აღწერილობა: ვარდისფერი კაფსულები. კაფსულებში მოთავსებულია ღიადან
მუქ ყავისფრამდე ფერის ფხვნილი, რომელშიც მოჩანს უფრო მუქი ფერის
ნაწილაკები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პერიფერიული ვაზოდილატატორი.
(ათქ კოდი ჩ04AX)

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ბილობილ ფორტეს კაფსულები შეიცავენ გინკო ბილობას ფოთლების
ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ფლავონური გლიკოზიდები
და ტერპონულ ლაქტონები), რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის
გამაგრებას და ელასტიურობის მომატებას, აუმჯობესებენ სისხლის
რეოლოგიურ თვისებებს და ამის ხარჯზე მიკროცირკულაციას, ტვინის და
პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადით და გლუკოზით მომარაგებას. პრეპარატი
ახდენს უჯრედში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას, ხელს უშლის
ერითროციტების აგრეგაციას, ამუხრუჭებს თრომბოციტების აქტივაციის
ფაქტორს. ავლენს დოზადამოკიდებულ მარეგულირებელ ზემოქმედებას
სისხლძრღვოვან სისტემაზე, აფართოებს წვრილ არტერიებს, აძლიერებს ვენების
ტონუსს, არეგულირებს სისხლძრღვების სისხლით შევსებას.

მიღების ჩევენება
• სხვადასხვა ეტიოლოგიის დოსცირკულარული ენცეფალოპათია (ინსულტი,
ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმული ასაკი) რასაც თან ახლავს: ყურადღების
მოდუნება, მეხსიერების შესუსტება, ინტელექტუალური შესაძლებლობების
დაქვეითება, შიში, განგაში, ძილის დარღვევა;
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ
შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
• ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია),
ყვითელი ლაქის მოხუცებულობითი დეგენერაცია;
• დიაბეტური რეტინოპათია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტზე, დაქვეითებული სისხლის
შედედება, ეროზიული გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის
წყლულოვანი დაავადება, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე
დარღვევები, მიოკარდის მწვავე ინფარქტი, არტერიული ჰიპოტენზია, ბავშვთა
ასაკი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება დღეში 2-ჯერ, 1 კაფსულა (დილას და საღამოს). კაფსულა
უნდა გადაიყლაპოს მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით. მკურნალობის
კურსი არანაკლებ 3 თვე.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ძირითადად ვლინდება ერთი თვის შემდეგ.
განმეორებითი კურსის ჩატარება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის
შემდეგ.ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ბილობილ ფორტე არ ინიშნება.
პრეპარატ ბილობილ ფორტეს მიღება შეიძლება საკვებთან და წვენებთან
ერთად.
არ Eარის რეკომენდებული პრეპარატ ბილობილ ფორტეს მიღება ალკოჰოლურ
სასმელებთან ერთად.
გამოშვების ფორმა
80მგ კაფსულები, 10 კაფსულა ბლისტერში.
შეფუთვაში 2 ან 6 ბლისტერი
შენახვის პირობები
სინათლისაგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რჩ
ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
სლოვენია
Generic
ginkgo biloba
Dose
80მგ
Form
კაფსულა
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page