Tanakan tab 4mg #90

Tanakan tab 4mg #90

საფრანგეთი

იპსენ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - GINKCO BILOBA
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავის ტვინისა და პერიფერიული სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბ.გინკგო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი (EGb 761) ...... 40 მგ
სხვა ინგრედიენტები:
ლაქტოზა ................................................ 82 მგ
მონოკრისტალური ცელულოზა ..................... 50 მგ
სიმინდის სახამებელი ................................. 37 მგ
სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი ............ 28 მგ
მაგნიუმის სტეარატი ................................... 1.25 მგ
პოლიეთილენგლიკოლი .............................. 400-1.500 მგ
მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა ............. 6 მგ
ტიტანის დიოქსიდი ................................... 1.025 მგ
რკინის წითელი ოქსიდი ............................. 0.65 მგ
ხსნარი პერორალურად მიღებისათვის: ფლაკონში 30 მლ
1 მლ
გინკგო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი (EGb 761)...... 40 მგ
სხვა ინგრედიენტები:
ნატრიუმის საქარინი .................... 0.5 მლ
ფორთოხლის ხსნადი ესენცია ......... 0.75 მლ
ლიმონის ხსნადი ესენცია .............. 0.75 მლ
ეთილის სპირტი (95%) ............... 59 მლ
გამოხდილი წყალი....................... 100 მლ

ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზის დისცირკულატორული ენცეფალოპაცია (ხანდაზმულ ასაკში, თავის ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ. შემდგომში მეხსიერებისა და/ან ინტელექტუალური შესაძლებლობის დაქვეითებით, ქალა-ტვინის ტრავმები, ძილის დარღვევა;
პერიფერიული სისხლმიმოქცევის და მიკროცირკულაციის მოშლა, მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათიები, რეინოს სინდრომი;
ნეიროსენსორული დარღევევები (თავბრუსახვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია, ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ლაქას დეგენერაცია, დიაბეტური პოლინეიროპათია);
ასთენიური მდგომარეობა, გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით და ნევროზით გამოწვეული დეპრესია.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი ან 1 მლ ხსნარი პერორარულად მისაღებად 3-ჯერ დღეში ჭამის დროს (120 მგ/ დღეში).
ასთენიური დარღვევების მკურნალობის დროს პრეპარატის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 240 მგ - 2 ტაბლეტი, ან 2 მლ პერორალური ხსნარი 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება საჭმლის მონელების დარღვევა, კანის ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:
დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება.

ჭარბი დოზირება:
არ ინიშნება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
იპსენ ფარმა
Country
საფრანგეთი
Generic
ginkgo biloba
Dose
40მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
90
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page