Bilobil caps 40mg #60

Bilobil caps 40mg #60

სლოვენია

კრკა
About Product
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ბილობილი 40 მგ კაფსულები
გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი. თითოეული კაფსულა შეიცავს 40 მგ
გინკგო ბილობას მშრალ ფოთლების ექსტრაქტს (35-67:1), რომელიც არის სტანდარტიზებული (24-29%) ფლავონურ გლიკოზიდის და (6-9%) ტერპენის ლაქტონის და (2.6-3.2%) ბილობალიდის შემცველობამდე. ექსტრაგენტი: აცეტონი (60% vv).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი; კაფსულის გარსი შეიცავს: ტიტანის დიოქსიდს (E 171), ყვითელი ფერის საღებავი (E110); წითელი ფერის საღებავი (E124), შავი ფერის საღებავი (E 151), ლურჯი ფერის საღებავი V (E131), მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპოლ
პარაჰიდროქსიბენზოატი, ჟელატინი.

კაფსულების გარეგნული სახე:
მუქი იასამნისფერი კაფსულები, კაფსულები რომლებიც შეიცავს მოყავისფრო-ყავისფერ შეფერილობის ფხვნილს უფრო მუქი
ფერის ხილული ნაწილაკებით.

ჩვენებები: ბილობილის კაფსულები შეიცავს გინკგო ბილობას ფოთლების სტანდარტიზებულ ექსტრაქტს. მიჩნეულია, რომ გინკგო
ბილობას ფოთლების ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში და პრევენციას უკეთებს გონებრივი
შრომისუნარიანობის დაქვეითებას ხანდაზმულებში, სამკურნალო საშუალება ამსუბუქებს ცერებროვასკულარული დაავადების
სიმპტომებს, როგორიცაა: თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური. აგრეთვე მიჩნეულია, რომ გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კიდურებში, ამსუბუქებს სიცივის შეგრძნებას და ტკივილს სიარულის დროს.
ბილობილის კაფსულები გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში პერფუზიის და ტვინის ფუნქციის დარღვევით, რომლებიც
გამოვლინდება როგორც: მეხსიერების დარღვევები და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება; თავბრუსხვევა; ყურებში ხმაური.
ბილობილის კაფსულები გამოიყენება როგორც დამხმარე ნივთიერება კიდურების პერფუზიის დარღვევის დროს (სიმპტომებით, როგორიცაა კიდურებში სიცივის შეგრძნება, ტკივილი სიარულის დროს).

უკუჩვენება: ალერგია გინკგოს ექსტრაქტის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის გამოყენება ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, სამკურნალო საშუალების მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
სლოვენია
Generic
ginkgo biloba
Dose
40მგ
Form
კაფსულა
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page