About Product
შემადგენლობა: მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5მლ შეიცავს: 200მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით. მომზადებული სუსპენზიის 1მლ შეიცავს 40მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით. დამხმარე ნივთიერებები: მომზადებული სუსპენზიის 5მლ შეიცავს: საქაროზა 3.87გ, ასპარტამი (E951) 0.0125გ; ასევე: ქსანტანის ფისი (E415), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი (E551), ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ჩვენება: აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: ბრონქიტი; არაჰოსპიტალური პნევმონია; სინუსიტი; ფარინგიტი-ტონზილიტი; შუა ოტიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციები, გართულებულ სტადიამდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სწორი გამოყენების შესახებ.
დოზირება და მიღების წესი
45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: აზითრომიცინით მკურნალობის საერთო დოზა შეადგენს 1500მგ, რისი მიღებაც ხდება 3 დღის განმავლობაში (500მგ ერთხელ დღეში). Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციების დროს (გართულებამდე) დოზა შეადგენს 1000მგ-ს პერორალურად, ერთჯერადად. Neisseria gonorrhoeae–ით გამოწვეული ინფექციის დროს ინიშნება 1000 ან 2000მგ აზითრომიცინი, 250 ან 500მგ ცეფტრიაქსონთან კომბინაციაში, მკურნალობის ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად. პენიცილინების ან ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიის შემთხვევაში, მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.
45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: აზიტრომიცინის სუსპენზიის დანიშვნა: შესაძლებელია 45კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. არ არსებობს მონაცემები 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობის შედეგების შესახებ. ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 10მგ-კგ-ზე. მიიღება 3 დღის განმავლობაში:15კგ-მდე წონის ბავშვები (ნაკლები 3 წელზე): დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. შპრიცი დაყოფილია 0,1მლ დანაყოფებად, რომელის შეესაბამება 4მგ აზითრომიცინს. 15კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით,
თანდართული 5მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. აზიმაკი ინიშნება შემდეგი სქემით: 15-25კგ (3-7 წელი): 5მლ (200მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში; 26-35კგ (8-11 წელი): 7,5მლ (300მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში; 36-45კგ (12-14 წელი): 10მლ (400მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში; 45კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში: დოზირება ხდება მოზრდილთა დოზის შესაბამისად.განაყოფიერება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობა: ჩატარებულ იქნა კვლევები ცხოველებზე, რომელთაც ეძლეოდათ პრეპარატი ზომიერიდან ტოქსიკურამდე დოზით. აზიტრომიცინის მავნე გავლენა ნაყოფზე არ აღინიშნა. არ არსებობს ადეკვატური და კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებზე. იმის გამო, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების ადამიანებზე პირდაპირ გადმოტანა შეუძლებელია, აზიტრომიცინი ორსულებში გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდი: არ არსებობს აზიტრომიცინის დედის რძეში გამოყოფის დამადასტურებელი მონაცემები. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი ექსკრეტირდება დედის რძეში, აზიტრომიცინის დანიშვნის დროს ექიმმა უნდა შეაფასოს პოტენციური სარგებელი დედისათვის და რისკი ნაყოფისთვის.
ფერტილობა: ფერტილობის კვლევებით ვირთხებზე დადგენილ იქნა დაორსულების სიხშირის დაქვეითება აზიტრომიცინის ფონზე. აღნიშნული ფაქტის შესაბამისობა ადამიანის ორგანიზმთან უცნობია.
გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: მონაცემები არ მოიპოვება.
გვერდითი ეფექტები: ქვემოთ მოცემულია გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი ორგანოთა სისტემებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით, კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების საფუძველზე. პოსტმარკეტინგული კვლევების საფუძველზე გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოცემულია დახრილი შრიფტით.
ინფექციები: კანდიდოზი, ორალური კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია; ანორექსია; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, გემოვნების გაუკუღმართება; მხედველობის დარღვევა; სიყრუე; დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი; ღებინება, დისპეფსია; გამონაყარი და ქავილი; ართრალგია;
Show More
More Info
125042
Form
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად