Ziromin powder for oral suspension 200mg/5ml 30ml #1
თურქეთი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
GEL
in stock
new
10.99₾
About Product
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. მაკროლიდები და აზალიდები.
ჩვენებები: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პნევმონიები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ქრონიკული მიგრირებადი ერითემა, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები; სასქესო სისტემის ინფექციები; სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები; Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.
დოზირება და მიღების წესი: ზირომინი სუსპენზია მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ერთხელ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აზიტრომიცინის, სხვა მაკროლიდების ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დარღვევები.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. მომზადებული სუსპენზია ინახება არაუმეტეს 5 დღისა.