სუპრასტინი 25მგ – ალერგიის საწინააღმდეგო ტაბლეტი გამონაყარზე, ქავილსა და სურდოზე. 20 ტაბლეტი, ფასი ფარმადეპოში.
Chloropyramine hydrochloride
ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → პირველი თაობის პრეპარატები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს ქლორპირამინის ჰიდროქლორიდს 25 მგ.
აქტიური ნივთიერების გარდა ტაბლეტი ასევე შეიცავს: სტეარინის მჟავას, ჟელატინს, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, ტალკს, კარტოფილის სახამებელს, ლაქტოზის მონოჰიდრატს.
სუპრასტინის ტაბლეტები განკუთვნილია ალერგიული რეაქციებისა და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ქავილი (ჭინჭრის ციება, თივის ცხელება, დერმატიტი მცენარეებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შემდეგ), კვებისა და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომების, ასევე მწერის ნაკბენის სამკურნალოდ.
ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად, დაუღეჭავად, წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.
რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილებში: ჩვეულებრივი დოზა 75–100 მგ (ერთი ტაბლეტი დღეში 3–4-ჯერ).
ბავშვებში:
ხანდაზმულებისა და დასუსტებული ავადმყოფებისთვის სუპრასტინის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით.
არ შეიძლება პრეპარატის მიღების თვითნებურად შეწყვეტა, რადგან ეს შეიძლება გახდეს დაავადების რეციდივის მიზეზი.
სუპრასტინის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება ჭარბი დოზირების რისკის გამო.
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, სუპრასტინის ტაბლეტებს შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას საჭიროა შეწყდეს სუპრასტინის ტაბლეტების მიღება და ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია:
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ვლინდება იშვიათად. მათი გამოვლენა მიუთითებს სუპრასტინის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე.
სუპრასტინის ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: უძილობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ნერვული გაღიზიანება, სპაზმი, ხელების კანკალი, თავის ტკივილი, უმიზეზოდ ამაღლებული გუნება-განწყობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი კუჭის არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, უმადობა, მადის გაძლიერება, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში.
შესაძლებელია შარდვის გაძნელება, კუნთების სისუსტე, სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ფოტომგრძნობელობა, ქალასშიდა წნევის მომატება (ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გლაუკომის შეტევა).
ძალიან იშვიათად, პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სისხლმბადი ორგანოების მხრივ.
აუხსნელი ცხელების, ლარინგიტის, ლოყების ლორწოვან გარსზე წყლულების, სიფერმკრთალის, სიყვითლის, სისხლნაჟღენთების, უჩვეულო ან ძნელად შესაჩერებელი სისხლდენის განვითარებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.