ალერგოსანი ტაბლეტი 25მგ #20
ალერგოსანი ტაბლეტი 25მგ #20

ალერგოსანი ტაბლეტი 25მგ #20

ბულგარეთი

სოფარმა

ალერგოსანი ნაჩვენებია ალერგიული რინიტების და კონიუქტივიტების; სეზონური სურდოს; კანის ალერგიული რეაქციების – გამონაყარი, ქავილი, მწერების ნაკბენი, დერმოგრაფიზმი; სამკურნალწამლო და საკვების ალერგიის სიმპტომატური მკურნალობისათვის.

პროდუქტის შესახებ

ალერგოსანი ტაბლეტი 25მგ

შემადგენლობა:

​აქტიურ ნივთიერებას: ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს (100% ფორმით) 25 მგ ერთ ტაბლეტში.

სხვა შემადგენელ ნაწილებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ხორბლის სახამებელს; ცელულოზას, მონოკრისტალური ტიპი 101; ნატრიუმის კარმელოზას, მაგნიუმის სტეარატს; კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს უწყლოს.


ჩვენება:

​ალერგოსანი მიეკუთვნება კლასიკური ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ. ის თრგუნავს ჰისტამინის (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში) ეფექტს, რომელიც განაპირობებს ალერგიულ რეაქციებს.
გამოიყენება ალერგიული რინიტების და კონიუქტივიტების; სეზონური სურდოს; კანის ალერგიული რეაქციების – გამონაყარი, ქავილი, მწერების ნაკბენი, დერმოგრაფიზმი; სამკურნალწამლო და საკვების ალერგიის სიმპტომატური მკურნალობისათვის.


ორსულობა და ძუძუთი კვება:

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ალერგოსანის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია.


სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა:

ნუ მართავთ სატრანსპორტო საშუალებებს და ნუ გამოიყენებთ რაიმე ინსტრუმენტებს ან მანქანებს, რადგანაც ალერგოსანის გამოყენებისას შესაძლებელია ძილიანობის, კოორდინაციის და რეაქციის შენელების გამოვლინება.


გამოყენება:

​ყოველთვის მიიღეთ ალერგოსანი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი: ტაბლეტებს იღებენ პერორალურად ჭამის დროს, წყლის დაყოლებით.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
მოზრდილები და 14 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს დღეში, განაწილებული 2-2 ტაბლეტი 3 მიღებაზე.
5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
5 წლამდე ასაკის ბავშვები: ეს სამკურნალო ფორმა არ არის რეკომენდირებული 5 წელზე ქვევით ასაკის ბავშვებისათვის.


შენახვა:

​ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ალერგოსანს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. ​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ქლოროპირამინი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი