პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - chloropyramine hydrochloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → პირველი თაობის პრეპარატები
შემადგენლობა
სუპრასტინი® საინექციო ხსნარი
შემადგენლობა: ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის 20 მგ-ს. ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის გარდა საინექციო ხსნარი შეიცავს საინექციო წყალს.
ხსნარი კუნთებში ინექციისათვის. მწვავე, მძიმე შემთხვევებში შეიძლება ვენაში შეყვანა.
ჩვენებები
- ალერგიული დაავადებები, მაგალითად: სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე, კანის ქავილი.
- სისტემური ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების ადიუვანტური თერაპია.
- პრეპარატის დანიშვნის დროს საჭიროა მისი სედატიური გვერდითი ეფექტის გათვალისწინება.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში:
რეკომენდირებული დღიური დოზაა 1-2 ამპულა კუნთებში.
ბავშვებში:
რეკომენდირებული საწყისი დოზა: 1-12 თვის ასაკში: ფ ამპულა კუნთში; 1-6 წლის ასაკში: ქ -1 ამპულა კუნთებში.
დოზის მომატება შეიძლება სიფრთხილით პაციენტის რეაქციისა და გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, თუმცა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კგ სხეულის წონაზე. ანაფილაქსიური შოკის ან მწვავე, მძიმე ალერგიული რეაქციის დროს რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება ფრთხილი, ნელი ინექციით ვენაში, შემდეგ კი _ ინექციების გაგრძელება კუნთებში ან პრეპარატის პერორალური მიღება.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ხანდაზმული და დასუსტებული ავადმყოფები:
სუპრასტინის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან ამ პაციენტებში ანტიჰისტამინური პრეპარატები ხშირად იწვევს გვერდით ეფექტებს (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის აქტიური კომპონენტის მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო ღვიძლის დაავადებების დროს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება იმის გამო, რომ აქტიური კომპონენტი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.
გვერდითი მოვლენები
სუპრასტინის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ცენტრალური ნერვული სისტემა: სედატიური ეფექტი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ატაქსია, ნერვული აგზნება, ტრემორი, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ეპიგასტრიუმში არასასიამოვნო შეგრძნებები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ფაღარათი, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
კანი და შემაერთებელი ქსოვილი: სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სისხლმბადი სისტემა: იშვიათად ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სისხლის სისტემის სხვა დარღვევები.
სხვა: დიზურია, შარდის შეკავება, მიოპათია, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევა, ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;
ასთმის მწვავე შეტევა;
არ გამოიყენება დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში;
ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
123985