ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება.
ჩვენებები: გამოიყენება შინაგანად მისაღებად - კუჭ-ნაწლავის ანთებითი და წყლულოვანი პროცესების დროს - ენტერიტი, კოლიტი, ეზოფაგიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ა.შ. გარეგანი გამოყენებისთვის - კანის ანთებითი პროცესებისას, როგორიცაა დაჟეჟილობა, აბსცესები.
დოზირება და მიღების წესი: 3 გ (ნახევარი ჩაის კოვზი) თესლს უნდა დაესხას 100 მლ (ნახევარი ჭიქა) მდუღარე წყალი და მოერიოს 15 წუთი, შემდეგ გაიწუროს. კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების დროს მიიღება ერთი მეოთხედი ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მოხმარებისთვის ვარგისია მხოლოდ ახლად მომზადებული ნაყენი.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები, გულისრევა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ; მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი გამწვავების სტადიაში, ნაწლავების გაუვალობა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს ზეგავლენას.
ჭარბი დოზირება: მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (კანზე გამონაყარი და ქავილი). დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.