ჩვენებები: რეჰიდრატაციისთვის სხვადასხვა წარმოშობის ფაღარათის და ღებინების დროს, დიაბეტი, ოფლიანობა გამოწვეული ვარჯიშით, სიცხეში მძიმე სამუშაოს შესრულებით, ან მაღალი ტემპერატურით, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების დროს. წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია ღებინების ან ფარარათის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის გაუწყლოვნების დროს, აციდოზის კორექცია ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს.
დოზირება და მიღების წესი: გამოყენებისთვის უნდა მოხდეს პაკეტის გაჭრა. პაკეტის შიგთავსი მიიღება პირის ღრუდან მცირე ულუფებად ყოველ 2-3 წუთში ან მთლიანი პაკეტი ერთიანად (სურვილის მიხედვით) პირველ დღეს ჩვილებმა და 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 250მლ (4 პაკეტი) ელექტროლიტ ბენე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 8 პაკეტი. პროდუქტი არ საჭიროებს წყალში ან რაიმე სითხეში განზავებას. პაკეტი მიიღება პირდაპირ ან შესაძლებელია გაყინვა და გაყინული სახით მიიღება (ნაყინის მსგავსად)".
გარეგნული სახე და შეფუთვა: ელექტროლიტ ბენეს პაკეტი #8. 1 პაკეტი შეიცავს 62.5 მლ ხსნარს ლიმონის არომატით.
შენახვის პირობები: პაკეტი ინახება მაცივარში და გამოიყენება 24 საათის განმავლობაში. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.