სელის თესლი ყავისფერი მცენარეული ნედლეული 200გრ #1
სელის თესლი ყავისფერი მცენარეული ნედლეული 200გრ  #1

სელის თესლი ყავისფერი მცენარეული ნედლეული 200გრ #1

რუსეთის ფედერაცია

კომპას ზდაროვია
პროდუქტის შესახებ
დასახელება - სელის თესლი

მცენარეული ნედლეულის ქიმიური შემადგენლობა: სელის თესლის შემადგენლობაში შედის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მცენარეული ბოჭკო, წყალი, მონო და დისაქარიდები, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები; ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, PP, K, ქოლინი; მიკრო ელემენტები: რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი; მაკრო ელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი; ცხიმოვანი მჟავები: ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9; ანტიოქსიდანტები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: სელის თესლს აქვს შემომგარსველი, ანთების საწინააღმდეგო, ასევე, მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.
სელის თესლის ლორწო ამოეფინება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს და ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. სელის თესლი ხელს უწყობს წონაში სწრაფად კლებას, ის ამყარებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს მთლიანად ორგანიზმს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
გამოიყენება, როგორც საფაღარათო, შემომგარსველი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება ენტეროკოლიტის, კოლიტის, გასტრიტის, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთების, ინტოქსიკაციების დროს.
ჩვენება:
• შეკრულობა,
• ნაწლავების ფუნქციონალური დარღვევები საფაღარათო საშუალებების მაღალი დოზებით გამოყენებისას,
• მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი,
• როგორ საშუალება, რომელიც ამცირებს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას გასტრიტის და ენტერიტის დროს,

მომზადების წესი
მომზადების წესი: 1 ჩ.კ ნედლეულს ამატებენ ერთ ჭიქა (1:30) მდუღარე წყალს, ჭურჭელს თავს დააფარებენ და წამოადუღებენ 15წთ-ით ნელ ცეცხლზე პერიოდული შენჯღრევით. უმჯობესია, ნახარშის მომზადება მოხდეს საღამოს და დაყოვნდეს დილამდე შეფუთულ მდგომარეობაში. მიღებულ ლორწოს გადაწურავენ მარლის ორმაგ ფენაში.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კომპას ზდაროვია
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
სელის თესლი
ფორმა
მცენარეული ნედლეული
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
200გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი