SR კლარენი ტაბლეტი 500მგ #7

SR კლარენი ტაბლეტი 500მგ #7

ინდოეთი

ეჯ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Clarithromycinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აქტიურ ნივთიერებას კლარითრომიცინს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მაკროლიდური ანტიბიოტიკი.

გამოყენების ჩვენებები
• სასუნთქი გზების ზემო ნაწილების ინფექციები (მათ შორის ტონზილოფარინგიტი, მწვავე სინუსიტის);
• სასუნთქი გზების ქვემო ნაწილების ინფექციები (მათ შორის მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და საავადმყოფოს გარეპნევმონია);
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
სრ-კლარენი ნაჩვენებია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის პაციენტების სამკურნალოდ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების მეთოდოლოგიურ პრინციპებს.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს. არ შეიძლება ტაბლეტების გატეხვა. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი სრ-კლარენი დოზით 500 მგ ყოველ 24 საათში. მძიმე ინფექციების სამკურნალოდ სადღეღამისო დოზა უნდა გაიზარდოს 500 მგ ორ ტაბლეტამდე ყოველ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 6-დან 14 დღემდე.
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკური კვლევები ჩატარდა კლარითრომიცინის პედიატრიული სუსპენზიის გამოყენებით 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამგვარად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფრომილიდ უნო უნდა დაინიშნოს სუსპენზიის სახით.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის ნორმალური ფუნქციისას სუსტად გამოხატული და ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობის დროს.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში 30მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს ორჯერ, ე.ი. 250 მგ-მდე დრე-ღამეში ერთჯერ ან 250 მგ-მდე დღეში ორჯერ უფრო მძიმე ფორმის ინფექციებისას. ასეთ პაციენტებში მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. ვინაიდან ტაბლეტის გაყოფა არ შეიძლება, პრეპარატის დოზა შეიძლება შემცირდეს დღე-ღამეში 500 მგ-მდე, ამიტომ კლარითრომიცინის ტაბლეტები პროლონგირებული მოქმედებით არ ინიშნება ასეთ პაციენტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება
კლარითრომიცინის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. თაგვებში, ვირთხებში, კურდღლებსა და მაიმუნებში ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე კლარითრომიცინის მოქმედების შესწავლის შედეგების საფუძველზე, კლარითრომიცინმა გამოავლინა ემბრიოფეტალური განვითარების გვერდითი ეფექტების გამოწვევის შესაძლებლობა. ამგვარად, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სარგებლის/რისკის შეფარდების გულდასმითი შეფასების გარეშე.
კლარითრომიცინი გადადის დედის რძეში.
ზემოქმედება ავტომობილების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვაზე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეჯ ფარმა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
კლარითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი