კლარიტრომიცინი-APO ტაბლეტი 500მგ #100

კლარიტრომიცინი-APO ტაბლეტი 500მგ #100

კანადა

აპოტექსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება კლარიტრომიცინს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ჩვენებები: სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ბრონქიტი და პნევმონია; ყელის და ცხვირის დანამატი წიაღების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ინფექციები თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულ პაციენტებში.

დოზირება და მიღების წესი: დაუშვებელია კლარიტრომიცინის ტაბლეტების მიღების ნაადრევად შეწყვეტა. მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ექიმის მიერ მითითებული დროის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ინფექციის განმეორება. სასუნთქი გზების, ყელის ან ცხვირის დანამატი წიაღების, რბილი ქსოვილებისა და კანის ინფექციების მკურნალობა: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 250 მგ დღეში ორჯერ, 6-14 დღის განმავლობაში. მწვავე ინფექციების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 500 მგ-მდე, დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული კლარიტრომიცინის ტაბლეტების მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან დაკავშირებული ინფექციების მკურნალობა: არსებობს მკურნალობის მთელი რიგი ეფექტური კომბინაცია, რომლითაც კლარიტრომიცინის ტაბლეტები მიიღება ერთ ან ორ სხვა პრეპარატთან ერთად, და რომელსაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. პაციენტები თირკმელების მძიმე დაავადებით: ექიმმა შეიძლება შეამციროს კლარიტრომიცინის ტაბლეტების დოზა. პაციენტს უნდა ახსოვდეს პრეპარატის დროული მიღება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კლარიტრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი, აზიტრომიცინი, ან ტაბლეტის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. კალიუმის დაბალი დონე სისხლში. დაუშვებელია კლარიტრომიცინის ტაბლეტების მიღება ერგოტამინთან, დიჰიდროერგოტამინთან, კოლხიცინთან, ტერფენადინთან, ასტემიზოლთან, ცისაპრიდთან ან პიმოზიდთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აპოტექსი
ქვეყანა
კანადა
ჯენერიკი
კლარითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი