გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევის გაკონტროლება ვერ ხერხდება მხოლოდ ამლოდიპინით ან ვალსარტანით.
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს და 160 მგ ვალსარტანს; დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი; მაგნიუმის სტერატი; ოპადრი II თეთრი 85F18422 (შეიცავს: პოლი (ვინილ სპირტს), ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლ 4000-ს და ტალკს), რკინის ყვითელ ოქსიდი (E172) და რკინის წითელ ოქსიდი (E172).
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევის გაკონტროლება ვერ ხერხდება მხოლოდ ამლოდიპინით ან ვალსარტანით.
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. უმჯობესია მედიკამენტის მიღება ერთსა და იმავე დროს; ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად; ამლოდიპინი-ვალსარტანი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. დაუშვებელია ამლოდიპინი-ვალსარტანი ნორმონის მიღება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად. მკურნალობის პასუხის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის მომატება ან შემცირება. დაუშვებელია დანიშნული დოზის გადაჭარბება. ხანდაზმულებში სიფრთხილეა საჭირო დოზის მომატებისას.
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ: ალერგიული რეაქციები სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ტუჩების, სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევა (გულის წასვლის შეგრძნება, გაბრუება). ამლოდიპინი-ვალსარტანის სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს: გრიპის მსგავსი სიმპტომები, ცხვირის გაჭედილობა, ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვისას; მკლავების, ხელების, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპება; დაღლილობა; სისუსტე; სიწითლე და ალები სახეზე ან კისერზე. თავბრუსხვევა; გულისრევა და მუცლის ტკივილი; პირის სიმშრალე; ძილიანობა, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში; ტრიალის შეგრძნება; აჩქარებული გულისცემა გულის თრთოლვის ჩათვლით; თავბრუსხვევა ადგომისას; ხველა; დიარეა; შეკრულობა; გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე; სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი; სახსრების ტკივილი. აგზნება; ყურებში ხმაური; გულის წასვლა; გაძლიერებული შარდვა ან შეუკავებლობა; ერექციული დისფუნქცია; სიმძიმის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა თავბრუსხვევის, გაბრუების სიმპტომებთან ერთად; ჭარბოფლიანობა; გამონაყარი კანზე მთელ სხეულზე; ქავილი; კუნთების სპაზმები.
დაუშვებელია ამლოდიპინი-ვალსარტანი ნორმონის მიღება თუ პაციენტი ალერგიულია ამლოდიპინის ან სხვა კალციუმის არხის ბლოკატორების მიმართ. თუ პაციენტი ალერგიულია ვალსარტანის ან მედიკამენტის შემადგენელი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან სანაღვლე გზების პრობლემები, როგორიცაა ციროზი ან ქოლესტაზი; თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ორსულია; თუ პაციენტს აქვს დაბალი არტერიული წნევა; თუ პაციენტს აორტის სარქვლის შევიწროება აქვს ან აღენიშნება კარდიოგენური შოკი; თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ; თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითება და მკურნალობს არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
უკუნაჩვენებია ორსულებში. არ არის რეკომენდირებული მეძუძურებში.
მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციის უნარზე. არ არის რეკომენდებული ავტომობილის, სხვა მექანიზმების მართვა ან ისეთი ქმედებების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ კონცენტრაციას, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. დაუშვებელია ამლოდიპინი-ვალსარტანი ნორმონის გამოყენება შეფუთვაზე არსებული დაზიანების ნიშნების შემჩნევისას.