ფრომილიდი(კლარიტრომიც) ტაბლეტი 500მგ #14

ფრომილიდი(კლარიტრომიც) ტაბლეტი 500მგ #14

სლოვენია

კრკა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - clarithromycin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → მაკროლიდები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 250 მგ ან 500 მგ კლარითრომიცინს.
დამხმარე ნივთიერებებს: სიმინდის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს უწყლოს, პრეჟელატინიზირებულ სახამებელს, კალიუმის პოლაკრილინს, ტალკს, მაგნიუმის სტეარატს, ტიტანის დიოქსიდს, პროპილენგლიკოლს, ჰიპრომელოზას, საღებავს რკინის ოქსიდს ყვითელს (E 172).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. მაკროლიდები.

გამოყენების წესი და დოზირება
არ არის რეკომენდირებული ტაბლეტის გატეხვა. იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით.
პრეპარატის მიღების დროის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა გამოტოვებული დოზის რაც შეიძლება ადრე მიღება. მაგრამ, თუ მოახლოვდა მომდევნო მიღების დრო, მაშინ არ არის რეკომენდირებული პრეპარატის დოზის გაორმაგება, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 250 მგ-ს ყოველ 12 საათში. მძიმე ინფექციების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 500 მგ-მდე ყოველ 12 საათში. ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-14 დღეს.
H. pylori ერადიკაციისათვის ინიშნება დოზა 500 მგ ორჯერ დღეში, ჩვეულებრივ 7-14 დღის განმავლობაში, სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
პაციენტებში Mycobacterium avium ინფექციით საწყისი დოზა შეადგენს 500 მგ-ს ყოველ 12 საათში. თუ 3-4 კვირის განმავლობაში კლინიკური ან ბაქტერიოლოგიური მონაცემების საფუძველზე გაუმჯობესება არ აღინიშნება, მაშინ დოზა გაზრდილი უნდა იქნას 1000 მგ-მდე ორჯერ დღეში.
Mycobacterium avium კომპლექსით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის მკურნალობისას, შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში, რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება მიკრობიოლოგიური ან კლინიკური ეფექტის მიღწევამდე მკურნალი ექიმის შეხედულებისამებრ. რეკომენდირებულია კლერითრომიცინის გამოყენება სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოიყენება ისეთივე დოზირება, როგორც მოზრდილებში.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით
არ არის საჭირო დოზის კორექტირება სუსტად გამოხატული ან ზომიერი ღვიძლის უკმარისობის დროს თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში.
გამოყენება პაციენტებში თირკმელების უკმარისობით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით 30 მლ-ზე/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით კლარითრომიცინის დოზა შეიძლება ორჯერ იქნას შემცირებული, ანუ 250 მგ-მდე ერთხელ დღეში ან 250 მგ ორჯერ დღეში უფრო მძიმე ინფექციების დროს. ასეთ პაციენტებში მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტ ხანს. რადგანაც ტაბლეტი არ უნდა იქნას გაყოფილი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის კლარითრომიცინი 500 მგ ტაბლეტები დანიშვნა აღნიშნულ პაციენტებში.

უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის, ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
• რადგანაც არ არის რეკომენდირებული ტაბლეტების გაყოფა, კლარითრომიცინის ტაბლეტები 500 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის 30 მლ-ზე/წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით.
ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოყენებული იქნას პრეპარატის სხვა წამლისმიერი ფორმები.
• კლარითრიმიცინის და ნებისმიერი შემდეგი პრეპარატის ერთდროულად მიღება: ასთემიზოლის, ციზაპრიდის, პიმოზიდის და ტერფენადინის (რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და გულის არითმიების განვითარება, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით).
• კლარითრომიცინის და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება (რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ერგოტოქსიკურობა).
• უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის და ტიკაგრელოლის ან რანოლაზინის ერთდროულად მიღება.
• კლარითრომიცინის და ტრიაზოლბენზოდიაზეპინების ერთდროულად მიღება, როგორიცაა ტრიაზოლამი და მიდაზოლამი პერორალური მიღებისათვის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
კლარითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი