პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მგ ამოქსიცილინს, ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატს, სიმინდის სახამებელს, ჟელატინს, ერითროზინს (E127), ქინოლინის ყვითელს (E104), ტიტანის დიოქსიდს (E171), რკინის წითელ ოქსიდს (E172).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოქსიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ჩვენებები: ამოქსიცილინი გამოიყენება ინფექციების ფართო სპექტრის სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს ჩამოთვლილ ინფექციებს: გულმკერდის ღრუ (ბრონქიტი ან პნევმონია), კანი, ნუშისებრი ჯირკვლები (ტონზილიტი), ძვლები, ყურები (შუა ყურის ანთება), კბილები, ცხვირის დანამატი წიაღები (სინუსიტი), გული (ენდოკარდიტი), თირკმელები, ღრძილები (აბსცესები), სისხლი (სეპტიცემია), მუცლის ღრუ (ინტრააბდომინალური სეფსისი და პერიტონიტი), შარდის ბუშტი ან შარდსადენი (მილი, რომელსაც შარდი გამოაქვს შარდის ბუშტიდან), ქალის რეპროდუქტიული სისტემა, მშობიარობასთან დაკავშირებული ინფექციების ჩათვლით (მშობიარობის შემდგომი სეფსისი და სეპტიკური აბორტი), ამოქსიცილინი აგრეთვე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: გონორეა (სქესობრივი გზით გადამდები დაავადება), ფეხმძიმობასთან დაკავშირებული ინფექციები, მუცლის ტიფი და პარატიფი (ცხელებები, რომელიც გამოწვეულია სალმონელას ჯგუფის ბაქტერიების მიერ). ამოქსიცილინის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე კუჭის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ყოველთვის მიიღება ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 გრამს მიღებულს დაყოფილ დოზებად. მოზრდილებში, ხანდაზმულთა ჩათვლით: ამოქსიცილინის კაფსულების ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 250 მგ-ს 3-ჯერ დღეში. უფრო მძიმე ინფექციებისას დოზა შესაძლებელია გაორმაგდეს 500 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. მაღალი დოზების გამოიყენება შესაძლებელია შემდეგი მდგომარეობების დროს: გულმკერდის ღრუს მძიმე ან მორეციდივე ინფექციების დროს ჩვეულებრივ რეკომენდებულია 3 გ-ანი დოზა 2-ჯერ დღეში შიგნით მისაღებად; საშარდე გზების მარტივი ინფექციების სამკურნალოდ ორი 3 გ-იანი დოზა შიგნით მისაღებად, 10-12 სთ-იანი ინტერვალით, კბილის აბსცესების სამკურნალოდ რეკომენდებულია ორი 3გ-იანი დოზა შიგნით მისაღებად 8 სთ-იანი ინტერვალით; გონორეას სამკურნალოდ რეკომენდებულია ერთჯერადი 3 გ-იანი დოზა შიგნით მისაღებად; კუჭის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად კომბინაციაში შეიძლება დაინიშნოს 1X750 მგ ან 1X1 გ 2-ჯერ დღეში, 7 დღე. კბილის ან სხვა სახის ქირურგიული ჩარევისას მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზები ინფექციების განვითარების პრევენციისათვის შემდეგია: თუ ზოგადი საანესთეზიო საშუალება არ გამოიყენება, მაშინ 3 გ შიგნით მისაღებად ქირურგიულ ჩარევამდე ერთი საათით ადრე და შემდეგი დოზა კი ექვსი საათის დაყოვნების შემდეგ, საჭიროებისამებრ. თუ ზოგადი საანესთეზიო საშუალება გამოიყენება, მაშინ 3 გ შიგნით მისაღებად ანესთეზიამდე ოთხი საათით ადრე და შემდეგი 3 გ პირველადი დოზის მიღებიდან ექვსი საათის შემდეგ. ბავშვებში: რეკომენდებულია, რომ ბავშვებს ამოქსიცილინი მიეცეს სუსპენზიის სახით, კაფსულების ნაცვლად. ბავშვებში 40 კგ-ზე მეტი სხეულის წონით, პრეპარატი ინიშნება მოზდრილთა ჩვეულებრივი დოზირების შესაბამისად. ბავშვებში 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, რომლებსაც შეუძლიათ კაპსულის გადაყლაპვა დოზირების გამოთვლა ხდება კილოგრამებში ბავშვის სხეულის წონის შესაბამისად. დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ. ჩვეულებრივი დოზა გამოითვლება 40 მგ-დან 90 მგ-მდე სხეულის კილოგრამ წონაზე დღე-ღამეში, რომელიც უნდა დაიყოს ორ ან სამ დოზად. თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში ექიმის მიერ შესაძლოა მოხდეს დოზის კორექცია. მედიკამენტი მიიღება ყოველდღიური რუტინის შესაბამისად, მაგალითად საკვების მიღებების დროს. ამოქსიცილინის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ თუ წამლის ეტიკეტზე არ არის აღნიშნული განსაზღვრული დრო. დღის მანძილზე დოზების მიღებებს შორის უნდა მოხდეს თანაბარი ინტერვალის დაცვა. არ უნდა მოხდეს ერთ დოზაზე მეტის მიღება ყოველ ოთხ საათში.უკუჩვენებები: ალერგია ამოქსიცილინის ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომლელიმე ინგრედიენტის მიმართ. წარსულში მომატებული მგრძნობელობის რეაქცია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკის მიმართ, რაიმე სახის ანტიბიოტიკის მიღების ფონზე წარსულში განვითარებული გამონაყარი კანზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
123207