გამოიყენება ისეთი მწვავე და ქრონიკული ბრონქიალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
აქტიური ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს 1148 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რაც ეკვივალენტურია 1000 მგ ამოქსიცილინისა.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 6000, კროსკარმელოზას ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, სწრაფად ხსნადი სილიციუმის დიოქსიდი.
ამოქსი-დენკი 1000 წარმოადგენს ანტიბიოტიკს (ფართო სპექტრის მოქმედების პენიცილინი), რომელიც გამოიყენება ისეთი მწვავე და ქრონიკული ბრონქიალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
ჩვენებების ჩამონათვალში შედის შემდეგი სახის ინფექციები:
არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია ამოქსიცილინის, ან სხვა სახის პენიცილინის, ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი იგრედიენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს;
ამოქსი-დენკ 1000 მიღება უნდა მოხდეს ექიმის მითითების მკაცრი დაცვით. თუ პაციენტს აქვს რაიმე ეჭვი პრეპარატის მიღების შესახებ, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამოქსი-დენკ 1000 უნდა გადაიყლაპოს საკვებთან ერთად, რადგან ეს აუმჯობესებს მის ტოლერანტობას და არანაირ გავლენას არ ახდენს მის ეფექტურობაზე.
ამოქსი-დენკ 1000 მიიღება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
დოზა დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, თირკმლის ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმესა და ადგილმდებარეობაზე და ასევე სავარაუდო თუ დამტკიცებულ პათოგენებზე.
მიღების მეთოდი:
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ ამოქსი-დენკ 1000 მიიღება შემდეგნაირად:
ერთჯერადი სადღეღამისო დოზა საჭიროა შეძლებისდაგვარად ზუსტად დაიყოს დღის განმავლობაში მისაღებ რაოდენობებად. თუ იყოფა სამად, მიღებებს შორის საჭიროა 8 საათიანი ინტერვალის გაკეთება, ხოლო თუ ორ დოზად, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 12 საათი.
40 კგ-მდე წონის ბავშვებში (12 წლამდე), როგორც წესი, რეკომენდებულია დღიური დოზის 3 ნაწილად დაყოფა (8 საათიანი ინტერვალებით).
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი თვლის, რომ ამოქსი-დენკი 1000 ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა მიემართოს ექიმს.
მოზრდილებში, მოზარდებში და 40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში (12 წელზე უფროსი) ამოქსიცილინის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1500-3000 მგ-ს, გაყოფილს 3-4 მიღებაზე. ასევე შესაძლებელია მთლიანი სადღეღამისო დოზის გაყოფა 2 მიღებაზე (12 საათიანი ინტერვალებით), თუმცა ამ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მაღალი სადღეღამისო დოზის მიღება შესაბამისი თერაპიული დონის შესანარჩუნებლად. მწვავე ინფექციის შემთხვევაში ამოქსაცილინის სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 4000-6000 მგ-მდე.
40 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში (12 წლამდე): ინიშნება 50-100 მგ ამოქსიცილინი 1 კგ სხეულის წონაზე, გაყოფილი 3-4 მიღებაზე, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა აღწევს 2000 მგ-ს.
6 წლამდე ბავშვებისათვის საჭიროა ტაბლეტებზე უფრო მეტად მოსახერხებელი ფარმაცევტულიფორმისშერჩევა
როგორც წესი დოზის შერჩევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პაციენტის წონა, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ შემთხვევაში იგი შეიძლება არ შეესაბამებოდეს ასაკს.
აღგზნებადობა ან თავბრუსხვევა, შიში, უძილობა, დაბნეულობა, გულის რევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გემოს შეგრძნების დაქვეითება.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.