ამოქსი დენკი ნაჩვენებია ისეთი მწვავე და ქრონიკული ბრონქიალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
აქტიური ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს 574 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, რაც ექვივალენტურია 500 მგ ამოქსიცილინისა.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 6000, კროსკარმელოზას ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, სწრაფად ხსნადი სილიციუმის დიოქსიდი.
გამოიყენება ისეთი მწვავე და ქრონიკული ბრონქიალური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
ჩვენებების ჩამონათვალში შედის შემდეგი სახის ინფექციები:
ორსულობა:
ამოქსიცილინი კვეთს პლაცენტას. სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს ამოქსი-დენკ 500 მიიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი შეაფასებს მკურნალობის მოსალოდნელ რისკს და სარგებელს.
ადამიანებში ჩატარებული კვლევებიდან არ გამოვლენილა ჩანასახის ან ნაყოფის დაზიანების შემთხვევები. მხოლოდ ერთ ინდივიდუალურ შემთხვევაში ნაადრევი ამინორექსისის მქონე ქალებში ჩატარებული კვლევიდან მიღებულ იქნა შემდეგი მონაცემები: ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას პროფილაქტიკის მიზნით მიღების შედეგად, ახალშობილებში მოიმატა გარკვეული ნაწალვური ანთების (ნეკროზული ენტეროკოლიტის) განვითარების რისკი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან ჩანასახის დაზიანების ნიშნები არ გამოვლენილა.
ლაქტაციის პერიოდი:
ამოქსიცილინი გადადის დედის რძეში. ბავშვს, რომელიც ღებულობს ასეთ რძეს, შესაძლებელია განუვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები, რაც იმას მიუთითებს, რომ საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა. ასევე გასათვალისწინებელია მგრძობელობის მომატების შესაძლებლობაც.
თუმცა ლაქტაციის პერიოდში ამოქსი-დენკი 500 მიღება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც მკურნალი შეაჯერებს ამ წამლის მიღების პოტენციური უპირატესობასა და რისკს. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან შესაბამისი კონსულტირება.
ამოქსი-დენკ 500 მიიღება ექიმის დანიშნულებისამებრ. ღაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამოქსი-დენკ 500 უნდა გადაიყლაპოს. ამოქსი-დენკ 500 მიიღება საკვებთან ერთად, რადგან ეს აუმჯობესებს მის ტოლერანტობას და არანაირ გავლენას არ ახდენს მის ეფექტურობაზე.
დოზა დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, თირკმლის ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმესა და ადგილმდებარეობაზე და ასევე სავარაუდო თუ დამტკიცებულ პათოგენებზე.
თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული დანიშნულება, ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზირება:
ერთჯერადი სადღეღამისო დოზა საჭიროა შეძლებისდაგვარად ზუსტად დაიყოს დღის განმავლობაში მისაღებ რაოდენობებად. თუ იყოფა სამად, მიღებებს შორის საჭიროა 8 საათიანი ინტერვალის გაკეთება, ხოლო თუ ორ დოზად, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 12 საათი.
40 კგ-მდე წონის ბავშვებში (12 წლამდე) როგორც წესი რეკომენდებულია დღიური დოზის 3 ნაწილად დაყოფა (8 საათიანი ინტერვალებით).
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი თვლის, რომ ამოქსი-დენკი 500 ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა მიემართოს ექიმს.
მოზრდილებში, მოზარდებში და 40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში (12 წელზე უფროსი) ამოქსიცილინის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1500-3000 მგ-ს, გაყოფილს 3-4 მიღებაზე. ასევე შესაძლებელია მთლიანი სადღეღამისო დოზის გაყოფა 2 მიღებაზე (12 საათიანი ინტერვალებით), თუმცა ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მაღალი სადღეღამისო დოზის მიღება შესაბამისი თერაპიული დონის შესანარჩუნებლად. მწვავე ინფექციის შემთხვევაში ამოქსაცილინის სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 4000-6000 მგ-მდე.
40 კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში (12 წლამდე): ინიშნება 50-100 მგ ამოქსიცილინი 1 კგ სხეულის წონაზე, გაყოფილი 3-4 მიღებაზე, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა აღწევს 2000 მგ-ს.
6 წლამდე ბავშვებისათვის საჭიროა ტაბლეტებზე უფრო მეტად მოსახერხებელი ფარმაცევტული ფორმის შერჩევა.
როგორც წესი დოზის შერჩევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პაციენტის წონა, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ შემთხვევაში იგი შეიძლება არ შეესაბამებოდეს ასაკს.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოყენების ვადა მითითებულია ბლისტერსა და გარე ყუთზე.