პროდუქტის შესახებ
ჩვენებები: ბრონქული ასთმის ყველა სტადია, სასუნთქი გზები გაფართოვება დაავადების კონტროლის მიზნით და შიგნით მისაღები სტეროიდების საჭიროების შესამცირებლად. ცალკე გამოყენება ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვების დაავადების დროს არ არის რეკომენდირებული.
დოზირება და მიღების წესი: კორტაირი გამოიყენება მხოლოდ ნებულაიზერის დახმარებით. პირველად გამოყენებისას უნდა მოხდეს ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. ყოველი დოზის შემდეგ პაციენტმა უნდა გამოივლოს პირში წყალი, თუ გამოიყენება სახის ნიღაბი, უნდა მოხდეს ყოველი დოზის შემდეგ სახის დაბანა. რეკომენდირებული საწყისი დოზა 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში: სადღეღამისო დოზაა 0.25-0.5 მგ დღეში. ერთჯერადი დოზით შეიძლება დღეში 1 მგ-მდე დოზის შეყვანა. მოზრდილები და ხანდაზმულები: სადღეღამისო დოზაა 1-2 მგ დღეში. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექიმს შეუძლია დოზის დარეგულირება. სიმპტომები გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება. შემანარჩუნებელი დოზა: 6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: სადღეღამისო დოზაა 0.25-2 მგ დღეში. მოზრდილები და ხანდაზმულები: სადღეღამისო დოზა 0.5-4 მგ დღეში. მძიმე შემთხვევებში შეიძლება დოზის გაზრდა. კორტაირის გამოყენების შემდეგ პაციენტმა შესაძლოა სწრაფადვე იგრძნოს გაუმჯობესება, თუმცა სრული ეფექტურობის მისაღებად საჭიროა 2-4 კვირა. არ უნდა მოხდეს მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა. თუ მკურნალობა შეიცვალა კორტიზონის ტაბლეტიდან კორტაირით, შეიძლება დროებით პაციენტს აღენიშნოს სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, გამონაყარი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. თუ რომელიმე სიმპტომმა მიიღო შემაწუხებელი სახე ან პაციენტს დაეწყო თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა ან ღებინება, უნდა მიემართოს ექიმს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. კორტაირი არ გამოიყენება ულტრაბგერითი ნებულაიზერით.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
130770
ფორმა
სუსპენზია საინჰალაციო