პულმიკორტი სუსპენზია საინჰალაციო 0.5მგ/1მლ 2მლ ფლაკონი #20
პულმიკორტი სუსპენზია საინჰალაციო 0.5მგ/1მლ 2მლ ფლაკონი #20

პულმიკორტი სუსპენზია საინჰალაციო 0.5მგ/1მლ 2მლ ფლაკონი #20

შვედეთი

ასტრაზენეკა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - budesonide

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა ჯგუფის საშუალებები → პრეპარატები ბრონქული ასთმის მკურნალობისათვის → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ინჰალაციისათვის
•შედის მედიკამენტების ჯგუფში, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბუდესონიდს, გლუკოკორტიკოსტეროიდს და გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ
•ბუდესონიდი გამოიყენება ანთების შესამცირებლად ასთმის ყველა სტადიაზე, სუნთქვის ტრაქტის გაფართოების, დაავადების სიმპტომების კონტროლის მიზნით და პერორალური სტეროიდების საჭიროების შესამცირებლად. ცალკე გამოყენება ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების დროს (COPD) არ არის რეკომენდირებული.
• ბუდესონიდი განკუთვნილია ინჰალაციისთვის ნებულაიზერის გამოყენებით (საინჰალაციო მოწყობილობა). პირით სუნთქვის დროს ან სახის ნიღბის გამოყენებისას, მედიკამენტი აღწევს ფილტვებში შესუნთქვით.
რეგულარულად უნდა გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუმცა, ბუდესონიდი არ გიმსუბუქებთ მწვავე ასთმის შეტევას.

როგორ გამოვიყენოთ მედიკამენტი?
სწორი გამოყენების და დოზის სიხშირის მიღების/შეყვანის ინსტრუქცია
ბუდესონიდის დოზა განსხვავდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები შეიძლება განსხვავდებოდეს ამ ბროშურაში მოყვანილი ინფორმაციისგან.
მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ ნებულაიზერის დახმარებით. სანამ ამ პრეპარატის გამოყენებას დაიწყებთ დარწმუნდით რომ ნებულაიზერის გამოყენება იცით.
მედიკამენტის პირველად გამოყენებისას ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
გახსოვდეთ: ყოველი დოზის შემდეგ გამოივლეთ პირი წყლით. თუ თქვენ იყენებთ სახის ნიღაბს, ყოველი დოზის მიღების შემდეგ დაიბანეთ სახე.

რეკომენდებული საწყისი დოზა:
6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: სადღეღამისო დოზა 0.25-0.5 მგ დღეში. თუ ბავშვი ღებულობს კორტიზონს, შეიძლება დაინიშნოს უფრო მაღალი საწყისი დოზა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა. ერთჯერადი დოზით შეიძლება დღეში 1 მგ-მდე დოზის შეყვანა.
მოზრდილები / ხანდაზმულები: სადღეღამისო დოზა 1-2 მგ დღეში. რამოდენიმე ხნის შემდეგ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა. ერთჯერადი დოზით შეიძლება დღეში 1 მგ-მდე დოზის შეყვანა.
სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა.

შენარჩუნების მკურნალობა:
6 თვის და უფროსი ასაკის ბავშვები: სადღეღამისო დოზა 0.25-2 მგ დღეში.
მოზრდილები / ხანდაზმულები: სადღეღამისო დოზა 0.5-4 მგ დღეში. მძიმე შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს.
მედიკამენტის გამოყენების პირველივე დღიდან თავს იგრძნობთ უკეთესად. თუმცა სრული ეფექტურობის მისაღებად საჭიროა 2-4 კვირა. უკეთესად ყოფნის შემთხვევაშიც არ შეწყვიტოთ კორტაირის დოზის მიღება.
თუ კვლავაც ღებულობთ „კორტიზონის“ ტაბლეტებს და დანიშნული გაქვთ კორტაირი, ექიმი თანდათან შეამცირებს ტაბლეტის დოზას (რამოდენიმე კვირით ან თვით). შესაძლოა, ტაბლეტების მიღების შეჩერებაც კი დაგჭირდეთ.

შენიშვნა: თუ მკურნალობა შეიცვალა კორტიზონის ტაბლეტიდან კორტაირით, შეიძლება დროებით, გქონდეთ სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, გამონაყარი, კუნთების და სახსრების ტკივილი. თუ რომელიმე სიმპტომმა შეგაწუხათ, ან თუ დაგეწყოთ თავისტკივილი, დაღლილობა, გულისრევა ან ღებინება, მიმართეთ ექიმს.

შეყვანის გზა და მეთოდი:
1. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ აქტიური ნივთიერება დისპერგირებულია სითხეში ერთჯერადი დოზის შემცველობის ნაზი შენჯღრევით.
2. დაიჭირეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი ვერტიკალურად და მოტრიალებით გახსენით ზედა ნაწილში.
3. მოათავსეთ გახსნილი მხარე ნებულაიზერში და ნაზად გამოადინეთ შემცველობა.
ერთჯერადი დოზის შემცველი კონტეინერი მარკირებულია ხაზით, მის ამოტრიალებისას ხაზი აჩვენებს 1 მლ მოცულობას.
თუ საჭიროა მხოლოდ 1 მლ-ის გამოყენება, კონტეინერის შემცველობა გამოადინეთ მანამ , სანამ სითხის დონე არ მიაღწევს ხაზით მითითებულ დონეს .
გახსნილი ერთჯერადი დოზა ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ასტრაზენეკა
ქვეყანა
შვედეთი
ჯენერიკი
ბუდესონიდი
დოზა
0.5მგ/1მლ
ფორმა
სუსპენზია საინჰალაციო
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
20
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი