ბენოდილი სუსპენზია საინჰალაციო 0.5მგ/1მლ 2მლ ამპულა #20
ბენოდილი სუსპენზია საინჰალაციო 0.5მგ/1მლ 2მლ ამპულა #20

ბენოდილი სუსპენზია საინჰალაციო 0.5მგ/1მლ 2მლ ამპულა #20

იტალია

გენეტიკი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ბენოდილი 0.5 მგ.მლ საინჰალაციო სუსპენზია: თითოეული 2 მლ ამპულა შეიცავს 1 მგ ბუდესონიდს. სხვა ნივთიერებებია დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი და საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები.

ჩვენებები: ბენოდილი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ასთმა, როდესაც დოზირებული აეროზოლის, ან საინჰალაციო ფხვნილის გამოყენება შეუსაბამოა. ფსევდოკრუპი - ლარინგიტის მძიმე ფორმა ჰოსპიტალიზაციის დროს. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდი) გამწვავება, როდესაც საინჰალაციოს სუსპენზიის სახით ბუდესონიდის გამოყენება გამართლებულია. ფქოდი ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს ქოშინს და ხველას.

დოზირება და მიღების წესი: ასთმის დროს: ჩვილები და 11 წლამდე ბავშვები: 0.5-1 მგ ბუდესონიდი დღეში ორჯერ საწყისი დოზის სახით. 0.25-0.5 მგ ბუდესონიდი დღეში ორჯერ. შემანარჩუნებელი დოზის სახით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2 მგ ბუდესონიდი. მოზადები და მოზრდილები: 1-2 მგ ბუდესონიდი დღეში ორჯერ საწყისი დოზის სახით, 0.5 მგ-1 მგ ბუდესონიდი დღეში 2-ჯერ შემანარჩუნებელი დოზის სახით. 4 მგ მაქსიმალური სადღეღამისო დოზის სახით. ცრუ კრუპის მკურნალობა: ჩვეული დოზა ჩვილებსა და ბავშვებში შეადგენს დღეში 2 მგ ბუდესონიდს. დოზის მიღება შეიძლება როგორც მთლიანად, ისე ორ დაყოფილ დოზად - 1 მგ 30 წუთის ინტერვალით. დოზირების ამ რეჟიმის გამეორება შეიძლება ყოველ 12 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 36 საათამდე, ან პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ფქოდ-ის მკურნალობა: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში ინიშნება დღეში 1-2 მგ ბენოდილი. დოზა იყოფა ორ მიღებაზე ყოველ 12 საათში ერთხელ. თირკმლის, ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: არ არის მონაცემები ბუდესონიდის ეფექტურობის განსხვავების შესახებ პაციენტებში თირკმლის, ან ღვიძლის უკმარისობით. მიღების წესი: გამოიყენება ინჰალაციის სახით. მომზადება ინჰალაციისათვის: ბავშვებში ინჰალაცია ხდება მხოლოდ ზრდასრულის მეთვალყურეობით. პირველად გამოყენების შესახებ ინსტრუქტაჟი უნდა ჩატარდეს ექიმის მიერ. ბენოდილის ამპულების გამოყენების ინსტრუქცია: ამპულების შესაბამისი რაოდენობა უნდა იქნას ამოღებული შეფუთვიდან. ფრთხილად უნდა შინჯღრეს ამპულა 30 წამი. ამპულის დაკავება უნდა მოხდეს ვერტიკალურად და გაიხსნას ზედა ნაწილში ხრახნის დატრიალებით. ხელის მოჭერით ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატი მოათავსეთ ინჰალატორის კამერაში. ინჰალატორის თავსახური უნდა დაეხუროს კარგად. ინჰალატორს უნდა მოერგოს სახის ნიღაბი, ან მუნდშტუკი ინსტრუქტაჟის შესაბამისად. ინჰალატორი უნდა მოერგოს ჰაერის კომპრესორს. უნდა ჩაირთოს კომპრესორი. პაციენტმა უნდა მოირგოს ნიღაბი, ან მუნდშტუკი, ჩაისუნთქოს “ორთქლი” ნელა და ღრმად ვერტიკალურად მჯდომარე, ან მდგომარე პოზიციაში. ნიღბის მორგება უნდა მოხდეს კარგად. ინჰალაცია დასრულებულია, როდესაც “ორთქლი” აღარ გამოდის მუნდშტუკიდან, ან სახის ნიღბიდან. ინჰალაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპზე, ასევე გამოყენებული პრეპარატის რაოდენობაზე. ინჰალაციის შემდეგ მოწყობილობაში დარჩება პრეპარატის რამდენიმე წვეთი. ინჰალაციის დასრულებისას გამოირეცხეთ პირის ღრუ წყლით. არ უნდა მოხდეს გადაყლაპვა. ყოველი ინჰალაციის შემდეგ უნდა გაიწმინდოს ინჰალატორის პრეპარატისათვის განკუთვნილი რეზერვუარი და მუნდშტუკი (ან სახის ნიღაბი). გამოუყენებელი სუსპენზიის გადაღვრა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ინჰალატორის გაწმენდის და დეზინფექციის სახელმძღვანელო. ბენოდილის გახსნა შეიძლება ნატრიუმის ქლორიდის 9 მლ.მლ საინექციო ხსნარში. მიქსტურა გამოიყენება 30 წუთის განმავლობაში.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ბუდესონიდის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ბენოდილი არ არის ნაჩვენები ასთმის მწვავე შეტევის (სასუნთქი გზების კუნთების შეკუმშვა, რაც იწვევს მსტვენავ სუნთქვას) და გართულებული სუნთქვის შესამსუბუქებლად.ორსულობა და ლაქტაცია: ბენოდილის გამოყენებამდე ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში უნდა მიემართოს ექიმს. თუ მკურნალობის პერიოდში მოხდა დაორსულება, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. არ უნდა მოხდეს გაყინვა. ვარგისობის ვადა პაკეტის პირველი გახსნიდან: 3 თვე. ამპულა გამოიყენება გახსნიდან 12 საათის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გენეტიკი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ბუდესონიდი
დოზა
0.5მგ/1მლ
ფორმა
სუსპენზია საინჰალაციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი