გალოტამი ტაბლეტი 100მგ #4

გალოტამი ტაბლეტი 100მგ #4

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
პროდუქტის შესახებ
ემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა სილდენაფილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100მგ სილდენაფილს (ციტრატის სახით). დამხმარე ნივთიერებებია: შიგთავსი: კალციუმის უწყლო წყალბადის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი და ნატრიუმის კროსკარმელოზა. გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, ტალკი და ინდიგო კარმინის პიგმენტი (E132).

ჩვენება: გალოტამი გამოიყენება მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის, იმპოტენციის სამკურნალოდ.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია სილდენაფილის ან გალოტამის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტი ღებულობს ნიტრატების ჯგუფის მედიკამენტებს. მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ღებულობს ნიტრატის ჯგუფის ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც განკუთვნილია სტენოკარდიული ტკივილის მოსახსნელად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. თუ პაციენტი ღებულობს მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც აზოტის ოქსიდის დონორები, როგორიცაა მაგ.: ამილნიტრიტი. მათი კომბინაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება; თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხასიათის დარღვევები; თუ პაციენტს ახლო წარსულში გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, ცერებრული ინფარქტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ან აქვს დაბალი არტერიული წნევა; თუ პაციენტს აღენიშნება თვალის იშვიათი მემკვიდრული დაავადებები (როგორიცაა მაგ.: პიგმენტური რეტინიტი); თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მხედველობის დაკარგვა გამოწვეული წინა ოპტიკური ნერვის არაარტერიული იშემიური ნეიროპათიით (NAION).

ორსულობა და ლაქტაცია; გალოტამი არ ინიშნება ქალებში.ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება: გალოტამი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ღვიძლისა და თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტები: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელებისა და ღვიძლის დისფუნქცია. ექიმმა შეიძლება შეამციროს წამლის დოზა.გალოტამის მიღების წესი: გალოტამის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივ, საწყისი დოზა შეადგენს 50მგ-ს.მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა: გალოტამი 100მგ არის მოგრძო ფორმის, ლურჯი აპკით შემოგარსული ტაბლეტები ამოტვიფრულია “100”. შეფუთვაში მოთავსებულია 4 ტაბლეტი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
სილდენაფილი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
4
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი