ვიაგრა ტაბლეტი  50მგ #4

ვიაგრა ტაბლეტი 50მგ #4

საფრანგეთი

ფარევა ამბიოსი

ვიაგრა 50 მგ ხელს უწყობს ერექციის მიღწევასა და მის შენარჩუნებაში. უსაფრთხოა, თუ გამოიყენებთ საჭირო დოზითა და მითითებული წესების დაცვით.

პროდუქტის შესახებ


მოქმედი ნივთიერება

სილდენაფილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალება

ჩვენებები

  • ერექციის დისფუნქციის მკურნალობა, რაც განისაზღვრება როგორც სასქესო აქტის განსახორციელებლად ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა.

  • სილდენაფილის სპეციფიკური მოქმედებისათვის სექსუალური აგზნება აუცილებელია.

  • პრეპარატი არ არის ნაჩვენები ქალებისთვის.

მიღების წესი და დოზირება

  • ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

  • მოზრდილებში: რეკომენდებული დოზაა 50 მგ, რომელსაც საჭიროებისამებრ იღებენ სექსუალურ აქტამდე დაახლოებით 1 საათით ადრე.

  • ეფექტურობისა და ამტანობის გათვალისწინებით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე.

  • პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 100 მგ, მიღების მაქსიმალური სიხშირე – ერთხელ დღეში.

  • საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის აქტივობა შეიძლება გამოვლინდეს გვიან, უზმოზე მიღებასთან შედარებით.

უკუჩვენებები

  • ნიტრატებთან ერთად მიღება აკრძალულია, რადგან სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს (მაგალითად აზოტის ოქსიდის დონატორები, ამილნიტრიტი).

  • არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებთათვისაც სექსუალური აქტის შესრულება აკრძალულია, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების (არასტაბილური სტენოკარდია, გულის მძიმე უკმარისობა) დროს.

  • უკუნაჩვენებია ასევე:

    • ღვიძლისა და თირკმელების მძიმე უკმარისობა

    • ჰიპოტენზია (არტერიული წნევა <90/50 მმ ვწყ. სვ.)

    • ახლად გადატანილი ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი

    • რქოვანას თანდაყოლილი დეგენერაციული დაავადებები (რქოვანას პიგმენტაცია)

  • სილდენაფილი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე.

შენახვის პირობები

  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარევა ამბიოსი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
სილდენაფილი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
4
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი