ვიაგრა ტაბლეტი 100მგ  #4

ვიაგრა ტაბლეტი 100მგ #4

თურქეთი

ფაიზერი

ვიაგრა 100 მგ ხელს უწყობს ერექციის მიღწევასა და მის შენარჩუნებაში. უსაფრთხოა, თუ გამოიყენებთ საჭირო დოზითა და მითითებული წესების დაცვით.

პროდუქტის შესახებ

საერთაშორისო დასახელება

Sildenafilum

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: სილდენაფილი (სილდენაფილის ციტრატის სახით) – 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ფირფიტოვანი საფარველი Opadry® ცისფერი და Opadry® გამჭვირვალე.

აღწერილობა

ცისფერი, ფირფიტოვანი გარსით დაფარული, რომბისებრი ფორმის ტაბლეტები, ოდნავ ორმხრივამობურცული, ჩამოჭრილი და მომრგვალებული კიდეებით.
ერთ მხარეზე დატანილია წარწერა „Pfizer“, ხოლო მეორეზე — „VGR 25“, „VGR 50“ ან „VGR 100“ შესაბამისი დოზირების მიხედვით.

ჩვენებები

გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, როდესაც დარღვეულია პენისის ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უნარი, რაც აუცილებელია დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტისთვის.
სილდენაფილი ეფექტურია მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის არსებობისას.

მიღების წესი და დოზები

გართულებების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით.
რეკომენდებული დოზა პაციენტების უმეტესობისთვის არის 50 მგ, მიღებული დაახლოებით 1 საათით ადრე სქესობრივ აქტამდე.
ეფექტურობისა და ამტანობის გათვალისწინებით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე.
მიღების მაქსიმალური რეკომენდებული სიხშირეა — დღეში ერთხელ.

თირკმლის უკმარისობა

  • მსუბუქი და საშუალო ხარისხის (კრეატინინის კლირენსი 30–80 მლ/წთ): დოზის კორექცია არ არის საჭირო.

  • მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ): დოზა მცირდება 25 მგ-მდე.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს 25 მგ-მდე.

ერთდროული გამოყენება სხვა პრეპარატებთან

  • რიტონავირთან ერთად: მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 25 მგ, არაუხშირეს ერთხელ 48 საათში.

  • ციტოქრომ P450–ის 3A4 ინჰიბიტორებთან (ერითრომიცინი, საკვინავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი): საწყისი დოზაა 25 მგ.

  • ალფა-ადრენობლოკერების მიღებისას სილდენაფილი გამოიყენება მხოლოდ ჰემოდინამიკის დასტაბილურების შემდეგ; ასევე განიხილება საწყისი დოზის შემცირება.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა სილდენაფილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

  • ნიტრატების ან აზოტის ოქსიდის დონატორებთან ერთდროული გამოყენება, რადგან იზრდება ჰიპოტენზიის რისკი.

სიფრთხილე

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:

  • პენისის ანატომიური დეფორმაციები (ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი, პეირონის დაავადება);

  • პრიაპიზმისკენ მიდრეკილი დაავადებები (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკოზი, თრომბოციტემია);

  • სისხლდენით მიმდინარე ან გამწვავებული წყლულოვანი დაავადებები;

  • მემკვიდრეობითი პიგმენტური რეტინიტი;

  • გულის უკმარისობა, არასტაბილური სტენოკარდია, ბოლო 6 თვეში გადატანილი ინფარქტი, ინსულტი ან სიცოცხლისთვის საშიში არითმიები;

  • არტერიული ჰიპერტენზია (წნევა >170/100 მმ ვცწყ. სვ.) ან ჰიპოტონია (წნევა <90/50 მმ ვცწყ. სვ.).

ასაკობრივი შეზღუდვა

პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაიზერი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
სილდენაფილი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
4
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი